თბილისის „იბერიას“ ლიდერი, ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. მამაგეიშვილი თბილისის „იბერიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. „ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მომავალი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ფამალიკაოში თამაში შემომთავაზეს, გამიხარდა. აქ გადმოსვლა...
