ესპანეთში ფეხბურთის კლუბთა უჩვეულო შეკრება ჩატარდა, რომელიც თითქმის 11 საათს გაგრძელდა და საინვესტიციო ფონდ CVC-თან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობას ხმა მისცა 38-მა კლუბმა, რაც, რასაკვირველია, აბსოლუტური უმრავლესობაა. წინააღმდეგნი წავიდნენ „ბარსელონა“, „რეალი“, „ბილბაო“ და „ოვიედო“. როგორც ვთქვით, ორი ბობოლა კლუბის (პლუს „ბილბაო“ და „ოვიედო“) წინააღმდეგობის დაძლევა „პატარებს“ დიდ ძალისხმევად დაუჯდათ. მრავალსაათიანი დავა-კამათის შემდეგ, CVC...
