ჭდე: ნინო სალუქვაძე

Home ნინო სალუქვაძე
საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში
ჩანაწერი

საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით – ეს შედეგი 2008 წელს პეკინში ვაჩვენეთ. მართალია, მედლების რაოდენობით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1...

ცუდი დასაწყისი პარიზში
ჩანაწერი

ცუდი დასაწყისი პარიზში

ქართველების სტარტის დღეც დადგა. თუმცა, ოთხი ჩვენებური სპორტსმენიდან მედალს ვერც ერთი შეწვდა… არადა, ამის იმედი ნამდვილად გვქონდა. მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიადას ისევ სკანდალურად ემშვიდობება. თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, რაც წინა, ტოკიოს თამაშებზე. ერთია, თუ მაშინ ქართველს ნახევარფინალში წააგებინეს, ამჯერად იგივე მერვედფინალში მოხდა. ბაზაძემ ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 წააგო და მედლის გარეშე დარჩა. გადამწყვეტ მომენტში, როდესაც...

ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ
ჩანაწერი

ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ

26 ივლისს, პარიზში XXXIII-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ცხადია, მსოფლიოს უმაღლესი სპორტული ფორუმი ქართველების გარეშე არ ჩაივლის და ჩვენგან საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენი ჩავიდა. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რეკორდსმენი სამმხტომელი ვიქტორ სანეევია – 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი....

კობლიაშვილი მეშვიდე პარიზელია
ჩანაწერი

კობლიაშვილი მეშვიდე პარიზელია

პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს მეშვიდე ლიცენზიანტი ჰყავს. ბაქოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე რობერტ კობლიაშვილი (97კგ.) ფინალში გავიდა და საფრანგეთის დედაქალაქში ჭიდაობის უფლება მიიღო. ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსანმა მერვედფინალში იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილს 4:1 მოუგო, მეოთხედფინალში ნორვეგიელი ფელიქს ბალდოფს ბოლო წამზე გდებით 3:1 აჯობა, ნახევარფინალში...

სალუქვაძე მილერს დაეწია
ჩანაწერი

სალუქვაძე მილერს დაეწია

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს. ქართველმა სპორტსმენმა კანადელი ცხენოსნის, იან მილერის რეკორდი გაიმეორა. ჩვენიანმა ქალბატონმა მესამე ევროპულ თამაშებზე 25 მეტრზე ტყვიის სროლაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რამაც ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა. ნინო სალუქვაძეს ოლიმპიადაზე დებიუტი ჯერ კიდევ 1988 წელს სეულში ჰქონდა. სწორედ იქ აიღო პირველი მედლები –...

უკვე: უკეთ, ვიდრე ტოკიოში…
ჩანაწერი

უკვე: უკეთ, ვიდრე ტოკიოში…

ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ რვა მედალი მოიპოვა, ისტორიაში ყველაზე მეტი. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 33-ე ადგილი დაიკავეს, თუმც, ისიც ვთქვათ, რომ რეიტინგით 28-ე ადგილს გვანიჭებდნენ. ერთი ოქროც და 25-ე ადგილზე გავიდოდით, ხოლო ორი ოქროთი – ოცეულში შევდიოდით, რაც ძალიან მაგარი შედეგი იქნებოდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ჩვენებმა 5 ფინალი წააგეს. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საქართველო მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური...

ცუდი დღე
ჩანაწერი

ცუდი დღე

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 25 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე 29 ივლისის შედეგებით ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდა. თუმცა, რაპიდში ცუდად იასპარეზა და მეშვიდე ადგილიდან 25-ე ადგილამდე დაქვეითდა. მეცხრე ოლიმპიადის მონაწილე სალუქვაძემ რაპიდში 287 (94+96+97) ქულას მოუყარა თავი და ამ შედეგით ფინალს მიღმა დარჩა. მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა მოკრივე ესკერხან მადიევს. 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მონაწილე...

დღე 2: რეკორდი და ვერცხლი
ჩანაწერი

დღე 2: რეკორდი და ვერცხლი

25 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ქართველთაგან პირველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე გავიდა. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რომელიც ქალებისთვის სარეკორდო, მეცხრე ოლიმპიადაზე იმყოფება, ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 567 (93+92+99+95+95+93) ქულა დააგროვა, რაც საკმარისი არ გამოდგა საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოსახვედრად. დღეს ტოკიოში ძალოსნებიც გამოჩდნენ. თუმცა, უმედლოდ დარჩნენ. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ატაცში...

სალუქვაძე და კამიკაძე
ჩანაწერი

სალუქვაძე და კამიკაძე

არის სპორტის სახეობები, რომლებიც ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ყველა სახეობას ჰყავს გმირები, რომლებიც დროსთან ერთად ლეგენდებად იქცევიან. ამ დღეებში ცენტრალური ევროპის სამთო კურორტებზე „ოთხი ტრამპლინის ტურნე“ გრძელდება, რომელიც მფრინავ მოთხილამურეთათვის საკულტო შეჯიბრებაა. წლეულს პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ტურნირზე ვერ მოხვდა უბერებელი ნორიაკი კასაი. ხტომის თავხედურ-ხულიგნური მანერის გამო „კამიკაძედ“ მონათლული კასაი უკვე 47 წლისაა. ასაკი...

საქართველომ მინსკში ათიანი მიიღო
ჩანაწერი

საქართველომ მინსკში ათიანი მიიღო

ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამოვიდა… არა, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშები მასშტაბურობით დიდ ოლიმპიადას ვერ გაუტოლდება, თუმცა ერთ დღეს მოპოვებული 10 მედალი მაინც შთამბეჭდავი შედეგია. ცეცხლის ანთებიდან მეორე დღესვე საქმეში ქართველი სპორტსმენები ჩაერთვნენ. სამიზნე ჯერ ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა მოსინჯეს, მერე კი ხალიჩაზე ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა გამოვიდა. მათ სროლასა და ტანვარჯიში საპრიზო ადგილები...