ნიკ კენდი ამბობს, რომ თუ „ჩელსის” მეპატრონე გახდება, კლუბის განვითარებისთვის ფულს არ დაინანებს. ლონდონელმა დეველოპერმა რომან აბრამოვიჩისგან ორ მილიარდ გირვანქაზე ძვირადღირებული კლუბის შესაძენად განაცხადი დროულად, პარასკევ საღამოს 9 საათამდე შეიტანა. კენდიმ პირობა დადო, რომ მისი „გლობალ კონსორციუმი”, რომელსაც ფინანსურად ზურგი ევროპის გარდა აშშ-დან და სამხრეთ კორეიდან უმაგრდება კლუბის მართვა-პატრონობის ახალ მოდელს დაამკვიდრებს. მან თქვა, რომ...
