„ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა“… „ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტის“ სტრუქტურაში მუშაობა შესთავაზეს“… ჩაირბინა ინტერნეტში ამ ორმა მოკლე ფრაზამ და ეგ იყო. რეალურად კი ქართულ კალათბურთში ერთი დიდი ეპოქა დასრულდა – ზაზას ეპოქა. უმამოდ გაზრდილმა ბიჭმა 15 წლის ასაკში დამოუკიდებლად დაიწყო გზის გაკვლევა და თურქულ „ულქერში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ გოლიათების სამყაროში შეაბიჯა. NBA-მ დანდობა არ იცის....
