ჭდე: ნეიმარი

Home ნეიმარი
მესის პასს ხშირად რატომ აძლევო
ჩანაწერი

მესის პასს ხშირად რატომ აძლევო

„სან პაულუს” მცველმა, 37 წლის ვეტერანმა დანი ალვეშმა SportTV-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ უსაყვედურა პეპ გვარდიოლამ ლეო მესისთვის პასების ხშირი გადაწოდება. ეს, ცხადია, ძველი ამბავია, როდესაც თავად ალვეში ჯერაც „ბარსელონაში” თამაშობდა, ხოლო გვარდიოლა „ბლაუგრანას” წვრთნიდა. „გვარდიოლასთან არაერთი პრობლემა მქონდა. განსაკუთრებით, როდესაც ბურთთან ერთი შეხებით თამაშს მთხოვდა. მე ყოველთვის ვცდილობდი პასი მესისთვის მიმეწოდებინა, გვარდიოლა კი ბრაზდებოდა. ერთ...

ალალია!
ჩანაწერი

ალალია!

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიურ „ატალანტასთან“ საოცრება რომ ჩაიდინა და იტალიელებს თამაში 150 წამში შემოუტრიალა, უკვე იცით. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი, ბრაზილიელი ნეიმარი დაასახელეს, რომელმაც განაცხადა, რომ წაგებაზე არც კი ფიქრობდა, გუნდი ერთ ოჯახად იყო შეკრულიო. თუმცა, უფრო საინტერესო ნამატჩევს მოხდა – ნეიმარმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გამარჯვების გოლის ავტორს, კამერუნელ ერიკ ჩუპო-მოტინგს აჩუქა.

არასოდეს…
ჩანაწერი

არასოდეს…

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფმა ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტასთან“ მოგების შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა და ნეიმარისა და კილიან მბაპეს მომავალზეც ისაუბრა. „ეს განსაკუთრებული დღეა, არაჩვეულებრივი. ნახევარფინალში გასვლა აუცილებელი იყო, ჩვენი მენტალიტეტი შესაცვლელად. ფეხბურთელები 200%-ით დაიხარჯნენ და ამით ამაყი ვარ. ყველა ამბობდა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მზად არ არის, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ჩინებულ განწყობაზე ვართ. თუმცა,...

პსჟ-ის სამი წუთი
ჩანაწერი

პსჟ-ის სამი წუთი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად ფრანგულმა პსჟ-მა შეაბიჯა. იძულებით შეცვლილი ფორმატის გამო მეოთხედფინალები ერთმატჩიანია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფრამდე კი ლისაბონის „და ლუჟზე“ წუხელ სულ 3 წუთი იყო დარჩენილი… მშვენიერი „ატალანტას“ მოგება სულაც არ იქნებოდა სენსაცია და პაშალიჩის გოლით კინაღამ გავიდა ნახევარფინალში, მაგრამ… მატჩის გმირი ნეიმარი გახდა, რომელმაც მარკინიოსს გამთანაბრებელი გოლისას უპასა, მერე კი ჩუპო-მოტინგმა...

17 წლის… მერე რა?!
ჩანაწერი

17 წლის… მერე რა?!

ასეც არ შეიძლება. თანამედროვე ფეხბურთმა ყველა ფინანსური ჩარჩო წალეკა და დღევანდელ, ისე რა ფეხბურთელთან შედარებით „ნაპოლიში“ დიეგო მარადონას გადასვლა მათხოვრისთვის ხურდა ფულის გადაყრას ჰგავს. ვინ არის ანსუ ფატი? ერთი ნიჭიერი, მაგრამ მაინც ფეხბურთელი ბიჭია. ბარსელონელელებს მწარედ ახსოვთ ნეიმარი და ფატის ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელშიც გამოსასყიდად 400 მილიონი ევრო დათქვეს. შეიცოდეთ ბავშვი. 17 წლის ასაკში ორჯერ...

ზუსტად სამი წელი ღალატიდან
ჩანაწერი

ზუსტად სამი წელი ღალატიდან

საინტერესო რეპლიკა გამოაქვეყნა კატალონიურმა გამოცემა „სპორტმა”. მას გაახსენდა, რომ დღეს ზუსტად სამი წელიწადი შესრულდა, რაც ნეიმარმა „ბარსელონა” დატოვა და „პარი სენ ჟერმენში” გადავიდა. ბრაზილიელი „კამპ ნოუზე” იმ იმედით მიიყვანეს, რომ კლუბში წლობით დარჩებოდა და ლეო მესის მემკვიდრეც გახდებოდა, ის კი ახალგამდიდრებულ პარიზელთა ფულს დახარბდა და როგორც „სპორტი” წერს, უკანა კარიდან გაიპარა. სხვათა შორის, რეპლიკას კატალონიელმა...

ჯადო ნამდვილად მოსახსნელია
ჩანაწერი

ჯადო ნამდვილად მოსახსნელია

კვლავ დაისვა კითხვა: მართლა დაწყევლილია თუ არა FIFA-ს ვიდეოთამაში? უფრო სწორად მისი გარეკანი? გაგეცინებათ და კითხვა ლოგიკურია. შესაძლოა ის ლოკალური პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში თავში არავის მოსვლია, მაგრამ ევროპაში ნამდვილად მიაქციეს ყურადღება. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო: როგორც კი კილიან მბაპე Fifa 21-ის ყდაზე გამოსახეს, ფრანგი დაშავდა. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხსენებული თამაშის...

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥
ჩანაწერი

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥

მიიღებს კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობას თუ ვერა? ეს კითხვა მას მერე გახდა აქტუალური, რაც საფრანგეთის თასის ფინალში, სადაც „პარი სენ ჟერმენმა” „სენტ ეტიენს” ნეიმარის გოლით 1:0 მოუგო, ვარსკვლავმა მოედანი ყავარჯნებით დატოვა. ეს „სტად დე ფრანსზე” მოხდა, თამაშის 31-ე წუთზე (პარიზელები უკვე 1:0-ს იგებდნენ), როდესაც 22 წლის თავდამსხმელი, როგორც სჩვევია, მეტოქის კარისკენ ქარივით...

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი
ჩანაწერი

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი

ძალიან მარტივი ფორმულაა, რომლის ავტორებიც ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელები არიან. ეს ხალხი, როგორც სრულიად საფეხბურთო სამყარო, დაღალა „ბარსელონას“ უშედეგო მცდელობებმა, არადა ლეო მესი ნეიმარის ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს. ბარსელონელებს ნეიმარის საყიდელი ფული არ აქვთ და იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მის შესაძლო ტრანსფერში „ხურდად“ ესპანური კლუბის რომელიმე ფეხბურთელიც იქნებოდა ჩართული. აქ კი თავად პარიზელებმა აარჩიეს სამიზნე და თუ პრეზიდენტ...

გუნდი-გოლი
ჩანაწერი

გუნდი-გოლი

ბერგამოს „ატალანტამ” ტურინის „იუვენტუსთან“ 2:2 ითამაშა და იტალიის ჩემპიონატების ერთ-ერთი უნიკალური მიღწევაც გაიმეორა. შეხვედრაში ანგარიში დუვან საპატამ გახსნა. ეს მისი მე-15 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ამდენივე აქვს გატანილი იოსიპ ილიჩიჩს, ლუის მურიელის ანგარიშზე კი სულაც 17 გოლია. ამრიგად, „ატალანტა“ პირველი გუნდია 1952 წლის შემდეგ, ვისაც შემადგენლობაში 15 და მეტი გოლის გამტანი ერთბაშად სამი ფეხბურთელი ჰყავს....