„ნანსის’’ ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი რასაკვირველია მიშელ პლატინია. ქალაქიდან 90 კილომეტრში დაბადებული ვარსკვლავი კლუბის საწვრთნელ ცენტრს 1972 წელს შეუერთდა და პროფესიული კარიერაც იქ დაიწყო. 1979 წელს პლატინი „სენტ ეტიენში’’ გადაბარგდა, მანამდე კი „ნანსიში’’ 214-ჯერ ითამაშა. „ოქროს ბურთის’’ სამგზის (1983, 1984, 1985) გამარჯვებულმა „ნანსისთან’’ ერთად 1975 წელს D2 ლიგის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1978-ში საფრანგეთის თასი აღმართა....
