„ბარსელონა“ არ მალავს, რომ ამ ზაფხულს არტურო ვიდალს ან ივან რაკიტიჩს შეელევა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ კატალონიელთა სამკაციან ნახევარდაცვაში ცხრა ფეხბურთელს აქვს თამაშის პრეტენზია. „ბარსაც“ კი ვერ მისცემს თავს უფლებას, ამდენი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავდეს სათადარიგოთა სკამზე. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელებიც ვერ იქნებიან კმაყოფილნი, თუ სათამაშო დროის გარეშე დარჩებიან. არტურო ვიდალის მიმართ ინტერესს არ მალავს...
