ამერიკის ღია საჩოგბურთო პირველობა ისეთმა ფინალმა დააგვირგვინა, ნებისმიერ გურმანს რომ დააკმაყოფილებდა. რაფაელ ნადალს მეტოქედ 22 წლის რუსი დანილ მედვედევი ერგო. ბოლო ხანს ბევრი მკითხაობა მიდის, ახალგაზრდებიდან ვინ დაარღვევს დიადთა ჰეგემონიას: ზვერევი? ოჟე-ალიასიმი? ციციპასი? როგორც ჩანს, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მედვედევია – ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი და ბოლო 23 შეხვედრიდან 20-ის მომგები. ფინალის პირველი ორი სეტი ნადალის...
ჭდე: ნადალი
არც ნოვაკი, არც როჯერი
აშშ-ის ღია პირველობის ბადე ისე იყო შედგენილი, ერთ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი უნდა შეხვედროდნენ, ამათ შორის უმჯობესი კი ფინალში რაფა ნადალს შეეტოქებოდა. არ გამოვიდა. ნოვაკი მეოთხე წრეში ვავრინკასთან მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა. მერე ვავრინკამ ვეღარ ივარგა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ტრავმირებული დანილა მედვედევი გაატარა. მეორე ნახევარფინალისტის ბედიც ტრავმამ გადაწყვიტა – როჯერ ფედერერს ხერხემალი...
აფსუს, ნიკა!
იშვიათია, წილისყრაში და ტურნირის მსვლელობისას ასე გაგიმართლოს. ნიკა ბასილაშვილს ისეთი სატურნირო ბადე გამოუვიდა, მერვედფინალამდე ცეკვა-ცეკვით უნდა მისულიყო, მაგრამ მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან, გერმანელ კოეპფერთან მრავალნაცადი ქამბექი არ გამოვიდა და ოთხ სეტში დამარცხდა. არადა, მომდევნო მეტოქე რუსი დანილა მედვედევი უნდა ყოფილიყო. რუსს კარგი სეზონი კი აქვს,მაგრამ დაუძლეველი ბარიერი სულაც არ არის. მერე? მერე წესით მეოთხედფინალი და ჯოკოვიჩი...
რაფა მხსნელი
ნიუ იორკში მიმდინარე წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება საინტერესო ფაზაში შედის, ჩოგბურთის ქართველ ქომაგებს კი ყურადღების გადატანა სხვებისკენ მოუწევთ, რადგან ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი შეჯიბრს მესამე წრეში, გერმანელ დომინიკ კოეპფერთან გამოეთიშა. არადა, მსოფლიოს ოცეულში მყოფ ქართველ მეჩოგნეს ისეთი ბადე დაუჯდა თქვენი მოწონებული. მოკლედ, ბასილაშვილმა, ორი ეტაპის გადალახვის მიუხედავად გულშემატკივარს იმედები აშკარად გაუცრუა. ზემოთ ყურადღების გადატანა ვახსენეთ,...
ნიკა მესამეში… მეოთხეც უნდა იყოს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წინა შედეგის გამეორებასთან ახლოსაა. შარშან, ჩინებულ ფორმაში მყოფმა საქართველოს პირველმა ჩოგანმა მერვედფინალს უწია, სადაც დიდებულ რაფა ნადალს გადაეყარა და ღირსეულად ეჭიდავა, სეტიც მოუგო, მაგრამ მაინც დამარცხდა. ახლა, 27 წლის ქართველს ცოტათი უმართლებს. პირველ რაუნდში მან უხერხულ მეტოქედ ქცეულ მარტინ ფუქსოვიჩს ხუთსეტიანი დუელი მოუგო, მერე კი ტურნირზე „ველური ბარათით“ მოხვედრილ მასპინძელ...
ჩოგბურთის ბეთჰოვენი
კორტზე ყოფნისას მას არ აწუხებს გულშემატკივართა ნეგატიური შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს, როგორც ეს სხვებს ემართებათ ხოლმე. ის მშვიდად აგრძელებს თამაშს მაშინაც კი თუ მსაჯმა რამდენჯერმე დაიყვირა ბურთი აუტშიაო. მისი მწვრთნელი, ხოსე ლუი ლოპესი ყოველი მატჩის წინ არბიტრებს აფრთხილებს და შეგირდის შესახებ ვითარებას აცნობს, რათა მათ სახეზე გაკვირვება არ აღებეჭდოთ, თუმცა ATP ტურში მომუშავე მსაჯთაგან...
ბასილაშვილი და ნაცნობი რუსი
ამერიკის ღია პირველობამდე ჩოგბურთელებს ბოლო რეპეტიცია ცინცინატში ექნებათ, სადაც 11-18 აგვისტოს მორიგი მასტერსი გაიმართება. ეს ტურნირი შტატებში ზაფხულის სპორტის სახეობებს შორის უძველესია, ხოლო უშუალოდ ჩოგბურთში სწორედ US Open-ის შემდეგ ხანდაზმულობით მეორე. 1899 წელს დაარსდა. ცინცინატის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო აქ ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერს უჩემპიონია. შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე 7 ციცნინატური ჯილდოა. ბარემ ისიც ვთქვათ,...
ბასილაშვილი სერბით იწყებს
5-11 აგვისტოს, საჩოგბურთო სამყარო მონრეალში გაერთიანდება, სადაც მასტერსის ტურნირი გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. საინტერესოა, რომ კანადაში წლეულს კორტზე ვერ ვიხილავთ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს. სერბმა და შვეიცარიელმა ჩოგბურთელებმა მონრეალში თამაშისგან ამჯერად თავი შეიკავეს. სამაგიეროდ, კანადაში იქნება რაფაელ ნადალი. ესპანელი მეჩოგნე აღნიშნული მასტერსის მოქმედი ჩემპიონია და ტურნირზეც შესაბამისად პირველ ნომრად...
ნიკა, მონრეალი, ცინცინატი…
საქართველოში ჩოგბურთი უცხო ხილი არასოდეს ყოფილა. მუდამ გვყავდა ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე სერიოზულ წარმატებას აღწევდნენ და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. ამას რომ ვამბობთ, ძალიან შორეულ წარსულს სულაც არ ვგულისხმობთ, როდესაც დიდი ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გადიოდა, თეიმურაზ კაკულიაც მარჯვედ იქნევდა ჩოგანს და არც ლეილა მესხი ირცხვენდა თავს, რომელსაც WTA-ს 5 ტიტული მოუგია და რეიტინგის...
რაც მამას უნდა…
ნოვაკ ჯოკოვიჩი – სერბეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. ისე, რატომ მხოლოდ სამშობლოში? მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ხომ თაყვანისმცემლები მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს და მათ შორის საქართველოშიც. ნოლე საჩოგბურთო ოსტატობას ურთულეს პერიოდში ეუფლებოდა. იმ დროს ბელგრადის თავზე ბომბები ცვიოდა. სპორტისთვის არავის ცხელოდა, სერბეთში ომი მძვინვარებდა. წარსულზე და ბავშვობაში გადატანილ სტრესზე ჯოკოვიჩს არაერთ ინტერვიუში უსაუბრია… ყველა წარმატებული სპორტსმენის...









