38:10 და 29 სატურნირო ქულა – ასეთია ბორჯღალოსანთა მონაგარი მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ბოლო ტურის შედეგად. „მიხეილ მესხზე“ მონოტონური წვიმის ქვეშ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გუნდი ყოველმხრივ დაჯაბნა, ყველა სათამაშო კომპონენტში პირწმინდად აჯობა და ბონუსიანი გამარჯვება ალალად დაიმსახურა. თამაშის ხასიათიდან და ძალთა რეალური ბალანსიდან გამომდინარე, ანგარიშში სხვაობა, შესაძლოა, მეტიც ყოფილიყო,...
