იმას, რომ არგენტინა ხორვატიას გადაურბენდა ალბათ დედამიწის ზურგზე არავინ ელოდა, მაგრამ ხორვატების მიერ არგენტინელთა 3:0 დამარცხებამ „ალბისელესტეს” მწვრთნელი ხორხე სამპაოლი უპასუხო კითხვების ამარა დატოვა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე არგენტინის ნაკრების თავკაცმა თქვა: „მარცხის გამო ძალიან მტკივა გული. არც კი ვიცი მატჩი სწორედ როგორ გავაანალიზო. გეგმამ, რომელიც ამ თამაშისთვის შევარჩიე არ გაამართლა. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად მცირე შანსს უნდა...
ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატი
მესი მესისთან შედარებით
ხორვატიამ არგენტინას 3:0 მოუგო, რაც ბუნებრივია მარტო ლეო მესის არ უნდა დაბრალდეს, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ალბისელესტეს” თილისმა შორს იყო იმ მაჩვენებლებისგან ჩვეულებრივ რომ აქვს ხოლმე. იმაში, რომ ხორვატებმა მერვედფინალის ადგილი გაინაღდეს თავისი წვლილი სამხრეთ ამერიკელთა მეკარეს ვილი კაბალიეროსაც მიუძღვის. მან მეორე ტაიმის მე-8 წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ანტე რებიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა,...
მანჩესტერი გადაუხდის!
თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, რომელუ ლუკაკუ ექვსნიშნა ბონუსს მიიღებს… „მანჩესტერ იუნაიტედისგან”. ბელგიელ ვარსკვლავს, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „ევერტონიდან” 75 მილიონ გირვანქად გადავიდა მანჩესტერელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბევრი სახეირო პუნქტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ზემოთ გაგაცანით. 25 წლის ფორვარდს სტარტი მშვენიერი ჰქონდა — პირველ შეხვედრაში პანამას ორი გოლი გაუტანა. „ჩელსის” ყოფილ მოთამაშეს გასულ სეზონში ერთი დიდი პრემია...
რამოსი: მარადონა მესის სინათლის წლებით ჩამორჩება
რას არ გაიგებ კაცი! სერხიო რამოსმა ლეო მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესო არგენტინელია, დიეგო მარადონას გაცილებით ჯობიაო. არადა, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირებიდან გამომდინარე რამოსი ასე რომც ფიქრობდეს, თითქოს არ უნდა ამბობდეს, არა? თურმე რაშია საქმე: მარადონას უთქვამს რამოსი ნამდვილი ლიდერი არ არის, მაგას დიეგო გოდინი მირჩევნიაო. ჰოდა, რამოსის კონტრშეტევამაც არ დააყოვნა. „არგენტინაში ყველამ კარგად იცის,...
ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით
ესპანეთისა და ირანის ნაკრებთა შეხვედრის 63-ე წუთზე ირანელმა საეიდ ეზატოლაჰიმ გოლი გაიტანა, მაგრამ ის არ ჩათვალეს. მიზეზი: თამაშგარე მდგომარეობა. თუმცა, ყველაფერი ისე სწრაფად და დინამიკაში მოხდა, რომ ვიდეორეფერის ანალიზი გახდა საჭირო. მომენტს განსაკუთრებული დრამატულობა იმან შესძინა, რომ ირანელმა ფეხბურთელებმა მსაჯებისკენ არც კი გაიხედეს, არც კი დაუნახავთ მათი გოლი ეჭვქვეშ რომ იდგა და თავაწყვეტილები ზეიმობდნენ. ეპიზოდის...
მავანთა საყურადღებოდ!
ამას ვრცელი თხრობა არ სჭირდება: სენეგალელი ფანები, მას მერე რაც მათმა ნაკრებმა პოლონეთს 2:1 მოუგო, ტრიბუნაზე დარჩნენ და თავიანთი დაყრილი ნაგავი აალაგეს! ცნობისთვის: სენეგალელი ფანები არ არიან ერთადერთნი, ვინც რუსეთში სტადიონზე თავისი ნაგავი აალაგა. ასევე მოიქცნენ იაპონელები და კოლუმბიელები.
იერო თავის მართლებას არ დაიწყებს
მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 24 საათით ადრე ესპანეთის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე ხულენ ლოპეტეგი შეცვალა, ფერნანდო იერო დღესა და ღამეს შრომაში ასწორებს და გადატანილი სკანდალის მიუხედავად სწამს, რომ მის გუნდს ტრიუმფამდე მისვლა შეუძლია. „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „გუნდმა მომხდარი ისე გადაიტანა, რომ აშკარად გამოჩნდა, თუ რა დაღვინებულ და შეგნებულ ხალხთან გვაქვს საქმე. ახალ...
გამოსაფხიზლებელი კრება
ვატუტინკიში, გერმანიის ნაკრების ბაზაზე შეკრებილ ჟურნალისტებს მანუელ ნოიერთან პრეს-კონფერენციის ცდა მოუხდათ. მსოფლიოს ჩემპიონთა მეკარემ მთელი 50 წუთით დაიგვიანა. მიზეზი: ფეხბურთელები საგანგებო თათბირზე იყვნენ, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. ნოიერმა ბოდიში მოიხადა: „მაპატიეთ დაგვიანებისთვის! დამატებითი კრება გვქონდა, რომელიც გაჭიანურდა. ეს იყო გამოსაფხიზლებელი თათბირი. ჩვენს გუნდში ისეთი ინტენსიური და საქმიანი საუბრები მექსიკასთან დამარცხების შემდეგ რომ არის, ადრე არასდროს ყოფილა....
ეფენბერგის კრიტიკა
გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი შტეფან ეფენბერგი შიშობს, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შაბათს შვედებთანაც გაუჭირდება. თავის ბლოგში მან დაწერა: „შვედებს სამხრეთ კორეასთან გამარჯვების შემდეგ ძალიან კომფორტული პოზიცია უკავიათ. ისინი გერმანიის ნაკრებთან საკუთარ თავში დარწმუნებულები ითამაშებენ, ჩვენ კი კედელთან ვართ მიყენებულები”. ეფენბერგმა ბუნდესმწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი გააკრიტიკა. მისი აზრით მარკო როისი მექსიკასთან სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო. „ვერ მივხვდი...
გერმანია და ფინალი
მექსიკასთან 0:1 მარცხის მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ექსპერტს ჟოზე მოურინიუს მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრები შეიძლება ფინალშიც კი გავიდეს. პორტუგალიელმა თქვა: „ჯგუფი, რომელშიც გერმანია გამოდის საკმაოდ სუსტია, ასე რომ ჩვენ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მეოთხედფინალში ვიხილავთ. ის კი არა, მიუხედავად იმისა, რომ მან მექსიკასთან ცუდად ითამაშა, შეიძლება ნახევარფინალსა და ფინალშიც კი ვნახოთ”. „შპორტ ბილდი”...









