ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატი

Home მსოფლიოს ჩემპიონატი
კოუტინუ პელეა?
ჩანაწერი

კოუტინუ პელეა?

ძველი თაობის გულშემატკივარს ეხსომება შეკითხვა: მარადონა პელეა? ეს 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისის ამბავია, როდესაც დიეგო დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში ყველა ახალშობილ ვარსკვლავს პელეს ადარებდნენ, რადგან ეტალონი ის იყო. და აი, გუშინ, ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებთა თამაშის შემდეგ, რომელიც „სელესაომ” 2:0 მოიგო კვლავ მოგვეცა „ფეხბურთის მეფის” ხსენების საშუალება: კოუტინიუ პელეა?...

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის
ჩანაწერი

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის

სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს. კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში....

იოზილმა გულშემატკივარზე გაიწია
ჩანაწერი

იოზილმა გულშემატკივარზე გაიწია

მესუთ იოზილს გერმანელ გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა კორეის ნაკრებთან 0:2 წააგეს და არათუ მერვედფინალში ვერ გავიდნენ, არამედ F ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩნენ. გერმანია 1938 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპიდან არ გავარდნილა. კორეელებთან დამარცხებამ გერმანელი გულშემატკივარი საშინლად აღაშფოთა. ასეთი შედეგის წარმოდგენა მათთვის ძნელი იყო. და როდესაც ბუნდესმანშაფტის დაზაფრული მოთამაშეები გასახდელისკენ მიემართებოდნენ,...

ბელგიას უნდა მოვუგოთ
ჩანაწერი

ბელგიას უნდა მოვუგოთ

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს ამჯერად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს — ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიას მოუგოს. ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ G ჯგუფის ორივე ლიდერს 6 ქულა აქვს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო შეხვედრაში განზრახ წაგება, მეორე ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბადის შედარებით სუსტ მხარეს მოხვედრა უფრო ჭკვიანური საქციელი...

დიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს
ჩანაწერი

დიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს

რუსეთში ეტყობა იღება… ან, შეიძლება არგენტინიდან ჩაიტანა. ასე იყო თუ ისე, გუშინ ტელეეკრანიდან მთელმა მსოფლიომ ნახა რა დღეში იყო საგანგებო ლოჟაში მჯდომი დიეგო მარადონა: ხან ღმერთს ელაპარაკებოდა, ხან ეძინა და ბოლოს არგენტინელთა გამარჯვების გოლს გიჟივით ზეიმობდა, შემდეგ კი ცუდად გამხდარა. გარშემო მყოფთ შეშინებიათ გულის შეტევა არ იყოსო და პეტერბურგის სტადიონზე მობილიზებული სასწრაფო უხმიათ. სასწრაფოს დაუდგენია,...

კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი
ჩანაწერი

კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი

ამბობენ, რომ კვირას, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ესპანელების კარს დავიდ დე ხეა აღარ დაიცავს. მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის ბილბაოელი კეპა არისაბალაგა ჩადგებაო. დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერია, მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს უწოდებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მიმდინარე მონდიალზე, სამ შეხვედრაში კარში სულ ექვსჯერ დაურტყეს და ხუთი გოლი გაუშვა. ასეთი...

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი
ჩანაწერი

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი

ირანის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში განრისხდა, რადგან მისი გუნდისა და მისი სამშობლოს გუნდის შეხვედრაში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არ გააძევა. რომ გაეძევებინა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელსაც კეირუში როგორც პატრიოტი წესით უნდა გულშემატკივრობდეს, მერვედფინალში მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დიდი მატჩის ოხშივარში გახვეული მწვრთნელისთვის ეს, როგორც ჩანს, სულერთი იყო. „როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს იდაყვს ურტყამს, ის...

მოუნდათ ბიჭებს გოლი…
ჩანაწერი

მოუნდათ ბიჭებს გოლი…

რა აღარ ხდება. მათ შორის სისულელეებიც. ორიოდ დღის წინ გაგაცანით ცნობა იმის თაობაზე, რომ თურმე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის დაირხა ხმა, თითქოს გოლს რომ გაიტან საზეიმოდ მთელი გუნდით არ უნდა გადაცდე მოედნის ფარგლებს, რადგან მეტოქეს უფლება აქვს ბურთი ცენტრში დადოს და სანამ შენ ხაზებს გარეთ გიხარია, გოლი გაგიტანოს. კონკრეტული ფაქტებიც გვეწერა: ინგლისმა და პორტუგალიამ...

ზლატან, f*** off-ო
ჩანაწერი

ზლატან, f*** off-ო

ზლატანმა, მე უკეთ ვითამაშებდი ვიდრე შვედეთის მთელი ნაკრებიო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული თავდამსხმელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. F ჯგუფში შვედეთმა პირველი შეხვედრა კორეას მოუგო 1:0, მეორე კი გერმანიასთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მესამე ადგილზეა და ხვალ მექსიკასთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. იბრაჰიმოვიჩი თამაშს შინიდან უყურებდა და როდესაც ESPN-მა ჰკითხა რა უფრო სანერვიულოა, სახლიდან ყურება თუ...

ბოატენგი მიწასთან გაასწორეს
ჩანაწერი

ბოატენგი მიწასთან გაასწორეს

„მანჩესტერ იუნაიტედის” წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა, ირლანდიელმა როი კინმა და ინგლისელმა გარი ნევილმა ბრიტანეთის ტელეეთერში გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი აბუჩად აიგდეს. ეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთა და შვედეთის მატჩის გარჩევისას მოხდა. შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსის მიერ ბოლოწამს გატანილი გოლით გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. „ბოატენგი სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელივით დარბოდა. მოაშორონ იქიდან, მისი თამაში სამარცხვინოა. შეხვედრის ბოლოს გერმანია...