ჭდე: მოჰამედ ბინ სალმანი

Home მოჰამედ ბინ სალმანი
ბორის ჯონსონმა მიმოწერა დამალა
ჩანაწერი

ბორის ჯონსონმა მიმოწერა დამალა

„დეილი  მეილი” წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის ოფისმა რედაქცია „ნიუკასლ იუნაიტედის” საეჭვო გაყიდვასთან დაკავშირებულ საბუთებთან არ მიუშვა. შარშან, პრემიერლიგის კლუბი საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა 305 მილიონ გირვანქად შეიძინა. პრემიერ მინისტრის ოფისმა აღიარა, რომ „ნიუკასლის” გაყიდვასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის საკითხებში თავის საგანგებო მრჩეველთან, კენ კოსტასთან ჰქონდა კონსულტაციები, მაგრამ მასთან მიმოწერის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. „დეილი [...]

ვინ ჩავარდება ქერის ორმოში?
ჩანაწერი

ვინ ჩავარდება ქერის ორმოში?

როგორც კი „ნიუკასლ იუნაიტედს“ ახალი პატრონი, საუდის არაბეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი გამოუჩნდა, ინგლისურმა კლუბმა სამსახურიდან მყისვე გაათავისუფლა 60 წლის მწვრთნელი სტივ ბრუსი და შემცვლელის ძიებას შეუდგა. საუდელთა სიმდიდრიდან და ამბიციიდან გამომდინარე, არჩევა კატეგორიულად ცნობილი მწვრთნელებიდან დაიწყეს. ახსენეს ჟოზე მოურინიუ, ანტონიო კონტე, ფრენკ ლემპარდი, ლუსიენ ფავრი… მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე „ქერის ორმოში“ ჩავარდნის ყველაზე [...]

კაჭკაჭების ყიდვა ჩაიშალა
ჩანაწერი

კაჭკაჭების ყიდვა ჩაიშალა

ცრემლებამდე მისული ამანდა სტეივლი ბრალს პრემიერლიგის კლუბებს სდებს. სტეივლიმ, საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა და ძმებმა რიუბენებმა „ნიუკასლ იუნაიტედის” ყიდვაზე ხელი აიღეს. ისინი 300 მილიონ გირვანქას იხდიდნენ. მიზეზი: დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ ამბობენ, რომ „კაჭკაჭების” ლამის უკვე მარადიულმა და გულშემატკივართა საძულველმა პრეზიდენტმა მაიკ ეშლიმ ბოლოწამს მეტი ფული მოინდომა. ამანდა სტეივლი კი „ლივერპულსა” და „ტოტენჰემსაც” [...]

მილიარდერები და ლაბორატორიის ვირთხები
ჩანაწერი

მილიარდერები და ლაბორატორიის ვირთხები

„ნიუკასლ იუნაიტედის” 300 მილიონიანი ყიდვა-გაყიდვა დამტკიცდა. პრემიერლიგამ მყიდველი მხარე შეისწავლა და მწვანე აანთო. ამიერიდან, „კაჭკაჭებს” ფლობს კონსორციუმი, რომელსაც ინგლისელი ბიზნესლედი ამანდა სტეივლი წარმოადგენს, მაგრამ რეალურად საუდელებისაა. „ნიუკასლის” გაყიდვის საკითხი აქამდეც უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ პრემიერლიგის შეფები covid 19-თ გამოწვეულ საფეხბურთო პრობლემებს აგვარებდნენ და დაყოვნდნენ. ერთი ფაქტია: მიზეზი, რომლის გამოც გარიგება შეიძლებოდა ჩაშლილიყო, ვერ მოიძებნა. ერთადერთი რაც [...]

ნიუკასლის ლეგენდა ქეცბაია საუდელებს აფრთხილებს…
ჩანაწერი

ნიუკასლის ლეგენდა ქეცბაია საუდელებს აფრთხილებს…

„ნიუკასლში” საუდელთა რევოლუცია მწიფდება, კარს რეფორმებია მომდგარი, მაგრამ თუკი კლუბი ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას გამოეკიდება, მათთვის ორმაგი ხელფასების დანიშვნა მოუწევს ჩრდილო-აღმოსავლეთში რომ გადაიბიროს — ასე სწამს ნიუკასლელთა საკულტო გმირს თემურ ქეცბაიას. ტინისაიდური კლუბი იყიდება, მაიკ ეშლი მას უფორმებს ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც სათავეში საუდეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უდგას. გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ არაბი პარტონები „ნიუკასლს” მეტ ფულს დაახარჯავენ. [...]