საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში საქართველოს ქალთა და კაცთა გუნდებმა მორიგი ქულები მოიპოვეს და მედლებისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთვნენ. ეს უფრო კაცთა ნაკრებზე ითქმის, რომელმაც ესპანეთის საკმაოდ კარგი ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხა. ჩვენებს გამარჯვების ქულა მიხეილ მჭედლიშვილმა მოუტანა, ვინც ალექსი შიროვი დაამარცხა. თეთრებით მოთამაშე ქართველმა დებიუტშივე მიიღო უპირატესობა და 26-ე სვლაზე მეტოქეს დანებება აიძულა; ნიკოლოზ კაჭარავა და დავიდ...
