შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და...
ჭდე: მიხეილ გაჩეჩილაძე
რეკორდების საღამო ვაკეში
ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეერიული სანახაობა მოაწყო. აფსუს, რომ აგვისტოა, აუტანელი სიცხეა და სტადიონის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი არ შეკრებილა, რასაც ეს თამაში იმსახურებდა. მაგრამ ვინც მივიდა, მათ ალალად გაიხარეს – სეირი მართლაც უიშვიათესი გამოვიდა! 56:6 – ასეთი ანგარიშით მოუგო საქართველოს ნაკრებმა თავის ოდინდელ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას – ყოფილ...
ბორჯღალოსნები ბეწვის ხიდზე
რასაკვირველია, ესპანეთს უფრი მაღალი კლასის სარაგბო ნაკრები ჰყავს, ვიდრე პორტუგალიას. ამიტომაც იყო, რომ ყველა ელოდა ბორჯღალოსნები მხრიდან დასკვნით 20 წუთში მომატებას და „ლომებისთვის“ კუთვნილი ადგილის მიჩენას, მაგრამ კინაღამ პირიქით მოხდა. „რაგბი ევროპის“ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოს“ გაზონზე მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ერკინებოდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ევროპის მოქმედი...
მადრიდში, ლომების მოსათვინიერებლად
„რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა. თამაში მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოზე“ გაიმართება, სადაც ბირჯღალოსნებს ბევრჯერ უთამაშიათ. ეს იქნება ქართველებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 22-ე შეხვედრა. 2000 წლიდან მოყოლებული 17 ჩვენმა ბიჭებმა მოიგეს, 3 – ესპანელებმა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირენეელებმა ბოლოს 2012 წელს მოუგეს ბორჯღალოსნებს. ჩვენს ნაკრებში...



