ესპანეთში წერენ, რომ ზინედინ ზიდანი სავარაუდოდ „რეალის” მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მისი შემცვლელის მოძებნა დასჭირდება. სხვადასხვა კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ჩაბი ალონსოც ყოფილა. ბასკი სპეციალისტი, რომელიც 2004-09 წლებში „ლივერპულის”, 2009-14 წლებში „რეალის”, ხოლო 2014-17 წლებში „ბაიერნის” ფეხბურთელი იყო, „რეალ სოსიედადის” B გუნდს უდგას სათავეში და ის ისტორიაში მეორედ ლა ლიგა 2-ში...
ჭდე: მიოხენგლადბახი
სიტი ყველას მუსრს ავლებს
„მანჩესტერ სიტის” წარმატება სწყურია. და მართალია, პეპ გვარდიოლას არ მოეწონა თავისი უკრაინელი მცველის, ოლექსანდრ ზინჩენკოს ამასწინანდელი ნათქვამი, წლეულს ოთხივე მსხვილ შეჯიბრებაში უნდა გავიმარჯვოთო — გვარდიოლამ იცის, რომ სეზონის ყველაზე რთული და დამქანცველი პერიოდი სწორედ ახლა იწყება — „ქალაქელები” ჯერჯერობით მაინც მუსრს ავლებენ ყველასა და ყველაფერს. „სიტის” მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან” პირველ შეხვედრაში 2:0 ჰქონდა მოგებული და ბუდაპეშტში...
ლევანდოვსკიმ ვერ უშველა
უკვე 20 მატჩი იყო, ჯამურად ყველა ტურნირში მიუნხენის „ბაიერნს“ ერთხელაც არ წაეგო – 16 მოგება და 4 ფრე. „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიონჰენგლადბახში „ბორუსიას“ 2:3 შემოემარცხა (ბოლოს მიუნხენელებმა 27 სექტემბერს „ჰოფენჰაიმთან“ 1:4 წააგეს). მცირედი ნუგეში ისღაა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ამჯერადაც გაიტანა და პირველი ფეხბურთელი შეიქნა ტოპ-5 ჩემპიონატებში, ვინაც 20-გოლიან ზღვარს უწია. საამისოდ მას 14 მატჩი...


