„უვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდა. ის გააგდო „პორტუმ”, რომელიც შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო 35 წუთისა და დამატებითი დროის განმავლობაში ათი კაცით თამაშობდა თერთმეტის წინააღმდეგ. აქა-იქ უკვე დაიწერა, რომ „იუვეს” ლიდერის, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ამ კლუბში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის — რონალდუ „იუვეში” 2018 წლიდან თამაშობს, მაგრამ ამბიციურ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგა [...]
