არგენტინის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი მაქსიმილიანო იგივე მაქსი მესა არგენტინული „ინდეპენდიენტედან” მექსიკურ „მონტერეიში” გადავიდა. ეს ცნობა საკუთრივ „ინდეპენდიენტემ” დაადასტურა. ბუენოს აირესის პროვინციაში მდებარე საპორტო ქალაქ აველანედას კლუბმა მესას სანაცვლოდ მექსიკელებს 15 მილიონი დოლარი გამოართვა. მესამ, რომელიც ფეხბურთის ქართველ მოყვარულებს მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატიდან გვახსოვს, „ინდეპენდიენტეში” ორი წელიწადი გაატარა და გუნდთან ერთად „კოპა სუდამერიკანა” მოიგო. რაც შეეხება...