2016 წელს თბილისის „დინამომ“ გულშემატკივარს ბულგარული „ჩერნო მორედან“ მარტინიკელი ფეხბურთელის, მატიას კურიეს გადაბირება ახარა. ქართული საკლუბო ფეხბურთის უნიათო მენეჯმენტი ამ შემთხვევაშიც გამართლდა – კურიემ სულ ორი თვე დაჰყო საქართველოში და „დინამოს“ შემადგენლობაში სულ 2 მატჩი ჩაატარა. ალბათ არც გაგვახსენდებოდა კურიე, შემთხვევით მისი ინტერვიუ რომ არ გვენახა, სადაც ამბობს, რომ „დინამოში“ გადასვლით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. რატომ?...
