„ჩელსის” თავკაცი ფრენკ ლემპარდი „ვესტ ჰემთან” 2:3 შოკისმომგვრელი წაგების მიუხედავად ამბობს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულში შევა. არადა, ლონდონურ დერბიში წაგება იმას ნიშნავდა, რომ „ლურჯებმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” ორქულიან დისტანციამდე მიუშვეს. თავიდან, „ჩაქუჩებმა” საჯარიმოში კრისტიან პულიშიჩი წააქციეს და ვილიანმა პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ შესვენებაზე გუნდები მაინც თანაბრად გავიდნენ — ტომაშ სუჩეკმა „ჩელსის” თავისი გოლი, როგორც იტყვიან,...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
შოტლანდიელმა სერმა შოტლანდიელ სერს…
„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა. ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”,...
მომავალი იუნაიტედის კონტურები
ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა. ეს შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს, რადგან ოლე გუნარ სულშერის გუნდი პრემიერლიგის ოთხეულში აპირებს მოხვედრას. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი პოლ პოგბამ მოიპოვა, მაგრამ დარტყმის უფლება ფერნანდეშს დაუთმო. მოედანზე იყო „იუნაიტედის” კიდევ ერთი პენალტისტი მარკუს რეშფორდიც. პოგბამ და ფერნანდეშმა ერთად 27 წუთი დაჰყვეს მოედანზე და ეს გახლდათ ერთგვარი თვალის შევლება სულშერის მომავალი...
დამხმარე ლიდერი
ოლე გუნარ სულშერი პოლ პოგბას სთხოვს „მანჩესტერ იუნაიტედშიც” ისეთივე ლიდერის თვისებები გამომაჟღავნოს, როგორსაც საფრანგეთის ნაკრებში ავლენს ხოლმე. 2018 წელს, როდესაც „ლურჯებმა” მსოფლიო თასი აღმართეს, ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, მაგრამ კლუბში იმავე თვისებებს ვერ ავლენს. დღეს „იუნაიტედი” ლონდონში, „ტოტენჰემს” ხვდება. ამით ამ ორი კლუბისთვის პრემიერლიგის შეწყვეტილი ჩემპიონატი გაგრძელდება. მატჩის წინ სულშერმა თქვა: „პოლი მსოფლიოს...
კრიშტიანუ „ჩელსიში“ ?
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელოს. 35 წლის პორტუგალიელის საკუთარ გუნდში ხილვა, პირადად „არისტოკრატთა“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს სურს და სატრანსფეროდ 120 მილიონი ევროს გადახდასაც არ დაზარდება. შეგახსენებთ, რომ რონალდუს უკვე უთამაშაია პრემიერლიგაში. 2003-09 წლებში ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა. „იუვენტუსში“ კი 2018 წლის ზაფხულში 117 მილიონ ევროდ გადავიდა მადრიდის „რეალიდან.“ ტურინულ...
დიდი და გარეთ
ოლე გუნარ სულშერმა ქერინგტონში, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე, 20 კვადრატულ მეტრიანი მონიტორი დააყენებინა. ასე ემზადება ნორვეგიელი მწვრთნელი 19 ივნისს „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” სათამაშოდ. შეხვედრა ლონდონში გაიმართება. „სფურზის” თავკაცი, მოგეხსენებათ, არც მეტი-არც ნაკლები „იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიუა. ეკრანი, რომელიც ქერინგტონის ბაზაზე დააყენეს, ყველანაირ ამინდს უძლებს. ის ტაქტიკის გაკვეთილებისთვის სჭირდებათ. „იუნაიტედის” ბევრი თანამშრომელი მისმა ზომამ გააკვირვა. ერთ-ერთმა,...
თავნება სანჩო მზადაა გვარდიოლას წყენა დაუვიწყოს
„დორტმუნდის” ინგლისელი ყმაწვილი ჯეიდონ სანჩო თურმე მზად არის პეპ გვარდიოლას წყენა დაუვიწყოს და სამშობლოში დაბრუნდეს, რადგან ეშინია, რომ უცხოეთში გადახვეწილი, ინგლისში ყველას მიავიწყდება. ამრიგად, 20 წლის ფეხბურთელს ზაფხულზე ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში სურს გადასვლა. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ბევრს ლაპარაკობდენ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგებაზე, მაგრამ ტრანსფერს წინააღმდეგობა შეხვდა და სანჩოს მეგობრებისთვის უთქვამს, იქნებ „სიტიში” მაინც დავბრუნდეო. „დორტმუნდის” მიერ...
პანიკა!
„სტოკში” პანიკაა. გუშინ გაცნობეთ, რომ ამ გუნდის მწვრთნელს მაიკლ ონილს კორონავირუსი დაუდგინდა, სამი ფეხბურთელი კი სადაცაა მამა უნდა გახდეს. ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ ერთ-ერთ მათგანს ცოლმა უთხრა, სანამ ყველაფერი არ ჩამთავრდება სახლში აღარ მოხვიდეო. ფეხბურთელების ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ ონილის ავადმყოფობის ამბავი სტოკელებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედის” ქერინგტონის ბაზაზე მივიდა ამხანაგური...
მანჩესტერ იუნაიტედი გადარჩა
„მანჩესტერ იუნაიტედი” კორონავირუსს, პრემიერლიგა კი დაბრკოლებას გადაურჩა — „იუნაიტედისა” და „სტოკ სიტის” ამხანაგური თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმართა მწვრთნელ მაიკლ ონილს შეატყობინეს, რომ covid 19 სჭირს. ეს ამბავი გუშინ, სამშაბათს მოხდა. პრემიერლიგისა და ჩემპიონშიპის გუნდებს შორის საკონტროლო შეხვედრა მანჩესტერელთა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამართულიყო. შეხვედრა ცხადია გადაიდო. ახლა, 50 წლის მაიკლ ონილი ერთკვირიან თვითიზოლაციაში...
ხამეს და ხან ის ვარიანტი
დაირხა ხმა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „რეალთან” საერთო ენა გამონახა და დაკლებულ ფასად დიდი ხნის ნანატრ ხამეს როდრიგესს ყიდულობს. იყო დრო, როდესაც კოლუმბიელ ვარსკვლავს „რეალი” 100 მილიონ გირვანქად აფასებდა. დღეს ხამესი 28 წლისაა, „ბერნაბეუზე” მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და მადრიდელები შიშობენ, რომ მასში 50 მილიონსაც აღარავინ გადაიხდის. ინგლისური პრესა ამბობს, რომ „იუნაიტედს” დიდი ხანია...









