ავსტრალიის ღია პირველობაზე მაგდა ლინეტის ზღაპარი დასრულდა. აქამდე პოლონელის საუკეთესო შედეგი „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე მესამე წრე იყო, წლეულს კი ნახევარფინალში გააღწია, სადაც ბელარუს არინა საბალენკასთან ორ სეტში დამარცხდა – 6:7; 2:6. თავად საბალენკას კი შანსი აქვს „დიდი მუზარადის“ ტურნირი პირველად მოიგოს. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეს აქამდე გაცილებული არ იყო უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინაც, [...]
