საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამამულო რაგბის ისტორიის მორიგი საამაყო გვერდი დაწერა. მეტიც, უმცროსი ბორჯღალოსნები ამ ბოლო წლებში ისეთ საოცრებებს სჩადიან, რაგბის ისტორიაში მათი კუთვნილი თავი განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენმა ბიჭებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ ზედიზედ მეორე მაგარი მატჩი ჩაატარეს და თუ სტარტზე მასპინძლებთან უიღბლობის ხარჯზე 10-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, ხუთშაბათს...
