ჭდე: ლუკა ცირეკიძე

Home ლუკა ცირეკიძე
ლომი ზებრებს ვერ დაეწია
ჩანაწერი

ლომი ზებრებს ვერ დაეწია

სამწუხაროდ, „შავ ლომს“ იტალიური „ძებრეს“ დასამარცხებლად არც ძალა ეყო, არც კლასი და არც იღბალი – ქართული ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის გათამაშებას 14:28 მარცხით დაემშვიდობა, სტუმრებმა კი მერვედფინალის საგზური, მართალია, მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც კომფორტულად მიიღეს. არადა, თამაში ისე დამაიმედებლად დაიწყო… ჩვენებმა თავიდანვე შეუტიეს და მესამე წუთზე დერეფანში ბურთი მოიგეს, რომელიც კვაჭ ირაკლი ქვათაძეს მოლში დაუბრუნდა, იქ...

შავი ლომი – 13:0 და 0:24
ჩანაწერი

შავი ლომი – 13:0 და 0:24

„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლის გათამაშება მარცხით დაიწყო – „ავჭალაზე“ ხსენებული თასის ორგზის მფლობელ „მონპელიესთან“ 13:24 წააგო. ქართულმა ფრენჩაიზმა ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუკი პირველში ტრიბუნებზე საკმაოდ უხვად მისულმა მაყურებელმა დისციპლინირებული, კონცენტრირებული და კრიტიკულ სიტუაციებში გამართულად მოქმედი ქართული გუნდი იხილა, მეორეში ამ დისციპლინისა და მობილიზებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. თამაშის საწყისი ნახევარი „შავმა ლომმა“...