ჭდე: ლუკა ნიორაძე

Home ლუკა ნიორაძე
ჟორჟის ლელოს ამარა
ჩანაწერი

ჟორჟის ლელოს ამარა

ვიდრე სარაგბო სამყაროში საშემოდგომო ტესტების სეზონი მიმდინარეობს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში რეგულარული სეზონის მე-11 ტური გაიმართა. გასულ ტურში 10-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული სათამაშო დღე ჟორჟ სალდაძეს ჰქონდა. ქუთაისის „აიას“ ყოფილმა ბურჯმა სეზონში თავისი პირველი ლელო მიითვალა – „ბრესანისა“ და მისი „ბეზიეს“ შეხვედრის 73-ე წუთზე სტუმართა მძლავრი მოლიდან...

ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა
ჩანაწერი

ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა

საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...

ლუკა ნიორაძემ გაასამა!
ჩანაწერი

ლუკა ნიორაძემ გაასამა!

ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ ლუკა ნიორაძემ საფრანგეთის პრო დ2-ის 25-ე ტურში თავი გამოიჩინა. ლიგის ყველაზე ქართულმა კლუბმა – „ორიაკმა“ გათამაშების ლიდერ „პერპინიანს“ უმასპინძლა და ფრეს (27:27) მიაღწია, რაც უთუოდ წარმატებად უნდა ჩაეთვალოს. ჰოდა, მე-11 წუთზე მასპინძელთა 22 წლის ქართველმა კვაჭმა თანაგუნდელი ფორვარდების და მათ შორის გიორგი ქართველიშვილის ძალისმიერი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ეს იყო ლუკას მესამე ლელო...