საოცარია… ჟოზე მოურინიუს მოჰამედ სალაჰიც „ჩელსიში“ ჰყავდა და კევინ დე ბრუინიც. ორივე გაყიდა. არადა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისინი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ — წლევანდელი გამოკითხვის თანახმად ეგვიპტელი პირველია, ხოლო ბელგიელი მეორე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს შეშლოდა? მოურინიუ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნის და ამბობს, რომ სალაჰი მას არ გაუყიდია, ის „ჩელსის”...
ჭდე: ლივერპული
ხუთი ათასი ინგლისელი, რომი და ომი
„თაიმზი” იტყობინება, რომ რომში, „რომასა” და „ლივერპულის” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად, ინგლისიდან 5 ათასი გულშემატკივარი მიემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის დედაქალაქის პოლიციას რთული დღეები ელის. შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი უნდა გამოავლინოს, შემდეგ ოთხშაბათს, 2 მაისს ჩატარდება. პირველი თამაში „ლივერპულმა” მოიგო 5:2. რომის პოლიციამ ბევრი რამ უკვე დაგეგმა. კერძოდ, „სტადიო ოლიმპიკოს” ახლომახლო ალკოჰოლი არ...
გამარჯვებულები სტადიონიდან მიდიან
ყოველ დიდ მატჩს სდევს ერთი ემოციური სანახაობა, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა კუთხეში უყვარს — სტადიონიდან მიმავალი დამაშვრალი ფეხბურთელებისთვის ხელი დაქნევა. დამშვიდობება. ოვაცია, ტრიბუნებს გარეთ. ეს პროცესი ლივერპულელი ფანებისთვისაც მთელი სიამოვნებაა და ცხადია ფოტორეპორტიორებიც ჩასაფრებულები არიან. „ენფილდზე” „რომასთან” 5:2 გამარჯვების შემდეგ ფანებს ფართე ღიმილით დაემშვიდობა მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელმა ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე...
ლივერპულელის მდგომარეობა კრიტიკულია
ორი კაცი დაიჭირეს. ისინი იურისტების ენით რომ ვთქვათ მკვლელობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. დაზარალებულია 53 წლის ლივერპულელი მოქალაქე, რომელიც „დეილი მეილის” ცნობით ქუჩაში ეგდო და სიკვდილს ებრძოდა. ინგლისური გაზეთი წერს, რომ ჩხუბი თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ატყდა, როდესაც რომაელმა ფანებმა, რომლებსაც კლუბის მაისურები არ ეცვათ, „ენფილდთან” ახლოს „ალბერტ პაბს” შეუტიეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ იტალიელი ხულიგნები...
პიცა, სინიორ, ჰერ თუ მისტერ კლოპისთვის
„ლივერპულისა” და „რომას” ჩემპიონთალიგური ნახევარფინალის წინ მეტოქეთა მწვრთნელებს რას აღარ ეკითხებიან. ინგლისური გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, მაგალითად, შეჭამეს, მანდედან სხვა გუნდში როდის უნდა გადახვიდეო და დაუზუსტეს კიდეც, სერია A-ში გადაბარგებაზე რა აზრისა ხარო. „მეეჭვება იტალიურ კლუბში ჩემს მუშაობას აზრი ჰქონდეს, რადგან იტალიურად მხოლოდ რესტორანში სპაგეტის შეკვეთა შემიძლია, ეს კი გუნდის გაძღოლისთვის საკმარისი არ უნდა...
სალაჰი, ინგლისის საუკეთესო!
მოჰამედ სალაჰის ბრწყინვალე თამაში დაფასდა — ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეგვიპტელი წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 25 წლის თავდამსხმელი მეშვიდე ლივერპულელია, რომელიც კოლეგებმა საუკეთესოდ ცნეს. სალაჰამდე ეს პატივი 2014 წელს ლუის სუარესს ხვდა, რომელიც ახლა „ბარსელონაში” გამოდის. გამოკითხვაში სალაჰმა „მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ჩამოიტოვა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო დე ბრუინის თანაგუნდელმა 22...
ტიტველი ლივერპული
იურგენ კლოპს „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის წინ თავისი ფეხბურთელებისთვის უთქვამს, დღეს ყველას შეგვიძლია სავარჯიშოდ შიშველები გავიდეთო. კლოპი შესანიშნავ განწყობაზე ყოფილა. ჯერ ერთი პირველ თამაშში 3:0 ჰქონდა მოგებული და მეორეც მოჰამედ სალაჰი ჰყავდა შესანიშნავ ფორმაში. შიშვლად ვარჯიში რა შუაშიაო, იკითხავთ თქვენ. გიპასუხებთ: კლოპმა ასე იხუმრა. ამით გერმანელ მწვრთნელს თავისი მოთამაშეებისთვის იმის თქმა უნდოდა...
კოუტინიუ ენფილდზე ბრუნდება
ფილიპე კოუტინიუ „ბარსელონაში” გადასვლიდან ექვს თვეში „ენფილდ როუდზე” დაბრუნდება. „ბლაუგრანას” ვარსკვლავი ბრაზილიის ნაკრების წევრია და ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთს გაემგზავრება. ჩემპიონატამდე კი ბრაზილიელებს ამხანაგური შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. გადაწყდა, რომ მონდიალის პირველ თამაშამდე ორი კვირით ადრე „სელესაო” ხორვატებს შეხვდება. ეს მატჩი „ენფილდზე” გაიმართება, სარბიელზე სადაც კოუტინიუმ ხუთი დაუვიწყარი წელიწადი გაატარა — 2013-18 წლებში ის „ლივერპულში” თამაშობდა....
ბიძაშვილი!
„ლივერპული” „მანჩესტერ სიტისგან” სტივენ ჯერარდის ბიძაშვილ-მამიდაშვილის ბობი დანკანის გადაბირებას აპირებს. დანკანი 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და თავისი ასაკის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლება. ის „სიტიში” აგერ უკვე ექვსი წელიწადია ვარჯიშობს. ბობი დანკანის შესახებ ფართო საზოგადოებამ შარშან ზაფხულზე შეიტყო, როდესაც მან მოახერხა ის, რაც მანამდე არც ერთ ინგლისელს არ მოეხერებინა — ბრაზილიის ნაკრებს სამი გოლი გაუტანა. ცხადია,...
სტივენ ჯერ ადრი?
ახდება თუ არა ჯერ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ სტივენ ჯერარდს „იფსვიჩ თაუნის” შესაძლო მწვრთნელად განიხილავენ. „ლივერპულის” 37 წლის ლეგენდამ „პორტმენ როუდზე” მიკ მაკარტი უნდა შეცვალოსო. ცნობისთვის: „იფსვიჩი” ჩემპიონშიპში მე-12 ადგილზეა. დაზუსტებით გახლავთ ცნობილი, რომ კლუბის მეპატრონე მარკუს ევანსი ახალ მწვრთნელს ეძებს და შემოვლითი გზებით ჯერარდს ხმა მიაწვდინა, რას ფიქრობ, თანამდებობა რომ შემოგთავაზო თუ წამოხვალო....









