მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს. მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრების მეკარემ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვებულების დროს, თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და 2022-2023 წლების სეზონში ვეღარ ითამაშებს. RMC Sport-ის ცნობით, გერმანული კლუბი მის შემცვლელად კეილორ ნავასს (პსჟ), იან ზომერს („გლადბახი“) და დომინიკ ლივაკოვიჩს (ზაგრების „დინამო“) განიხილავს. ასევე, შესაძლოა, „მონაკოში“ განათხოვრებული ალეკსანდერ ნიუბელი დააბრუნონ. ყველაზე რეალური კანდიდატი...
