გიჟური თამაში გამოდგა „ლიდსი’’ „ლივერპულის’’ წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა კვლავ არ მიუღია. „ელანდ როუდზე’’ მერსისაიდელებმა ორჯერ გაუშვეს უპირატესობა ხელიდან. უგო ეკიტიკემ მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი შეაგდო, რის გამოც მასპინძლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ 73-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლევინმა პენალტით შეამცირა სხვაობა, გერმანელმა ანტონ სტახმა კი მალე ანგარიში გაქვითა. მე-80 წუთზე...
ჭდე: ლიდსი
ჯაკა მამაძაღლია თუ არა?
გრანიტ ჯაკამ 18 დეკემბერს, „არსენალისა“ და „ლიდსის“ შეხვედრაში ჯარიმა იმდენს ხანს არ დაარტყა, რომ მსაჯმა ანდრე მარინერმა ყვითელი ბარათი აჩვენა. ახლა ამბობენ, შესაძლოა ჯაკამ ეს განზრახ გააკეთა, რადგან მავან კლიენტს ერთ-ერთ ტოტალიზატორში 52 000 გირვანქა ჰქონდა დადებული რომ ამ შეხვედრაში ჯაკა ყვითელს მიიღებდა და 250 000 ათასი მოიგო კიდეცო. ის თამაში დამთავრდა 4:1 „არსენალის“ გამარჯვებით....
პსჟ პოგბას კვირაში 600 ათასს სთავაზობს
ინგლისური მედია წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერის“ ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს, პოლ პოგბას, კვირაში ჯამაგირად 510 ათას გირვანქას (600 ათასზე ცოტა მეტი ევრო) გადაუხდის, თუკი კს მომავალ ზაფხულს პარიზულ კლუბში გადავა. პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი გაისად ზაფხულს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. ფრანგის მომავალს მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, მაგრამ ფინანსური სიძნელეების გამო ტრანსფერი ვერ ხერხდება. გაისად...
ჩელსის აკლია ცხრა და აქვს კოდური სიტყვები
უკვე 12 თამაშია, რაც თომას ტუხელი „ჩელსის” სათავეში უდგას და მისი ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ ერთხელაც არ წაუგია. ეს, რასაკვირველია ჩინებული შედეგია, მაგრამ „ლურჯების” ვეტერანი, ჯო კოული ამბობს, რომ ჩემპიონობისთვის მის ყოფილ გუნდს ერთი ფეხბურთელი აკლია და მას ერლინგ ჰოლანდი ჰქვია. ბოლო ტურში, „ჩელსისა” და „ლიდსის” 0:0-ის შემდეგ, კოულმა BT Sports-ზე მატჩის შეფასებისას ასე თქვა: „ჩემი...
ძრწოდე, ევროპავ: მეორე ჰოლანდი მოდის!
ერლინგ ბროტ ჰოლანდს ვინ არ იცნობს – „დორტმუნდის“ მაისურით 45 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა და მის ხელში ჩაგდებაზე მსოფლიოს ყველა სუპერკლუბი ოცნებობს. ამასობაში კი ნორვეგიაში „ჰოლანდ II“ გამოჩნდა. ეს ყმაწვილი მხოლოდ 17 წლისაა, ერლინგის ბიძაშვილია და ტყუპისცალივით ჰგავს მას. ალბერტ ბროტ ტიულანდი ბიძაშვილივით ფორვარდია, თამაში მანაც „ბრიუნეს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და 37 შეხვედრაში 64 გოლი...
ჩეხი თავისუფლებას ითხოვს
სახელოვანი ჩეხი მეკარე „ლიდსი“ – „ვესტ ჰემის“ მატჩს გამოეხმაურა. უკვე პირველ წუთებზე სტუმართა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ მეტოქე წააქცია და პენალტი დაინიშნა. დარტყმა მატეუშ კლიხმა ითავა. მეკარემ ივარგა და თამაში გაგრძელდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ შეაჩერა – ფაბიანსკი კარის ხაზს დარტყმამდე გასცდაო. მოგეხსებათ, პენალტისას მეკარეს ერთი ფეხი მაინც უნდა ედგას კარის ხაზზე. არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ეპიზოდი ნახა და...
5 წლის სკაუტი
ინგლისური „ლიდსის“ 5 წლის ქომაგმა დენიელ ოტენმა წერილი მისწერა „ბრაიტონის“ პრეზიდენტს და სთხოვა, მის საყვარელ გუნდში დატოვოს 22 წლის მცველი ბენ უაიტი, რომლის იჯარასაც სეზონის ბოლოს გასდის ვადა. „პატივცემულო პრეზიდენტო, მე 5 წლის ვარ და „ლიდსს“ ვქომაგობ. ამ წერილს გწერთ, რომ მოგითხროთ თქვენს ფეხბურთელზე, რომელიც ჩვენს გუნდში თამაშობს. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და ბენი უაიტი...





