ქართველმა ლეგიონერებმა სარაგბო ევროთასების მეოთხედფინალური სტადია ძალზე ნაყოფიერად ჩაატარეს და ეს უმთავრესად ქართული და აწ უკვე ევროპული რაგბის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის დავით ნინიაშვილს ეხება. 15-ნომრიანი ღვინისფერი კვართის მფლობელი ჭაბუკი თავის „ლიონში“ განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს – 11 ნომრად, ანუ გარემარბად. ჰოდა, კლუბის მწვრთნელი, ცნობილი ფრანგი სპეციალისტი პიერ მინიონი აბსოლუტურად კმაყოფილია თავისი მიგნებით, რადგან ჯერაც ნორჩმა...
