ამ გაზაფხულზე „ლაციო” ჩინებულ ფორმაშია. რომაელები არ ჩერდებიან. 30-ე ტურში მათ „სპეციას” მოუგეს 3:0. გოლები გაიტანეს ჩირო იმობილემ პენალტით, ფელიპე ანდერსონმა და მარკოს ანტონიომ. მაურიციო სარის გუნდს მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს. სარიმ „სქაი იტალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მეორე გოლი ძალიან ლამაზად გავიტანეთ, მაგრამ ვინერვიულე კიდეც. კარგა ხანს კარში არავინ არტყამდა. ძალიან მიხარია მარკოს...
ჭდე: ლაციო
სარი: წინ კიდევ 27 ქულაა
„ლაციომ” „იუვენტუსი” დაამარცხა 2:1 და სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილზე მყარად დაფუძნდა — მართალია, „ნაპოლის” 16 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფ „რომას” 5-ით უსწრებს. ამრიგად, რომაელებისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ოცნების საგანს აღარ წარმოადგენს. მათი ამოცანა უკვე მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებაა. „ლაციოს” თავკაცმა მაურიციო სარიმ Dazn-ის მიკროფონის წინ „ბებერ ქალბატონთან” გამარჯვებასა და რამდენიმე სხვა საკითხზე ილაპარაკა....
ორი და თანაც ნული
„დერბი დელა კაპიტალე” ანუ რომაული დერბი მატია ძაკანის გოლით „ლაციომ” მოიგო — 1:0. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ იტალიის დედაქალაქის გუნდების დაპირისპირებაში ისევ „ბიანკოჩელესტიმ” გაიმარჯვა. მიმდინარე სეზონში ისინი უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, და ორივეჯერ „ლაციომ” იყოჩაღა. ანგარიშიც ერთნაირი გახლდათ. ამრიგად, „ლაციოს” თავკაცი მაურიციო სარი გახდა მწვრთნელი, რომელმაც „არწივებს” „რომასთან” ერთ სეზონში ორივე შეხვედრა მოაგებინა და...
ღრიალი სტადიო ოლიმპიკოს გასახდელში
დიდი ჩხუბიანი მატჩი გამოდგა იტალიის დედაქალაქის დერბი, „ლაციო” — „რომა”, რომელიც „ლაციომ” მატია ძაკანის გოლით 1:0 მოიგო. შეხვედრის მსვლელობისას „მასპინძლებს” მოედნიდან გაუძევეს ადამ მარუშიჩი, ხოლო „სტუმრებს” როჟერ იბანიესი და ბრიან კრისტანტე. ხშირად იყო გაწევ-გამოწევა. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ სტადიონიდან გამოსვლის დროს ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თქვა: „რა ცუდია, გასახდელებში კამერები რომ არ იყო. ძალიან ისიამოვნებდით”. მატჩის...
სარი: სპალეტი ნეაპოლის მეფე გახდება
„ლაციომ” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 1:0. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ნაპოლის” ედგა სათავეში და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა, თქვა: „ნაპოლის” დონის გუნდებთან თამაშისთვის მომზადება ძალიან ძნელია. რთულია იფიქრო იმაზე, რომ აქ ჩამოხვალ და შენს თამაშს მოახვევ თავზე, დაცვაში ჩადგომა კი თვითმკვლელობის ტოლფასია. ყველაზე რთული იყო ბიჭების დარწმუნება, რომ მათ...
შეფასება ყოველთვის სუბიექტურია
ქართველ გულშემატკივარს ყოველი მატჩის შემდეგ აინტერესებს, რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, სხვადასხვა გამოცემების შეფასება კი ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა. მიზეზი მარტივია — ყველას სუბიექტური აზრი აქვს. ამის დასტურად გვინდა მოვიტანოთ სამი სხვადასხვა მედია-საშუალების შეხედულება იმაზე, თუ როგორ ითამაშა ქართველმა „ნაპოლისა” და „ლაციოს” შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს. ილ მატინო კვარაცხელია 5 — იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც...
სასტუმროში დაკარგული სკუდეტოს გამოძახილი
დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. სტატისტიკის თანახმად, შინ ნეაპოლელებს რომაელებთან აგერ უკვე ზედიზედ შვიდი შეხვედრა არ წაუგიათ: 6 მოუგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ბოლოს „ლაციომ” ნეაპოლში 2015 წლის 31 მაისს გაიმარჯვა (4:2). მაშინ „აძურის” მწვრთნელი რაფა ბენიტესი იყო. დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდებისა და ადამიანების ბედი ძალიან არის გადახლართული. ეს განსაკუთრებით კარგად 2018 წლის ისტორიიდან ჩანს, როდესაც...
ისევ ლაციო-ნაპოლის მსაჯობის შესახებ
„მაურიციო სარიმ „ლაციოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ მსაჯებზე რომ ილაპარაკა? იცით, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ის ჩემსავით ტოსკანადან არის და გაზვიადება სჩვევია, მაგრამ მისმა მაშინდელმა სიტყვებმა გული მატკინა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ ფრაზებს აღარ მოვისმენ,” — თქვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერია A-სა და B-ში მსაჯების გამანაწილებელმა ინსტრუქტორმა ჯანლუკა როკიმ. შეგახსენებთ,...
ლოჩოშვილის ერთი ტაიმი
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „ლაციოს” ვერ გაუძლო და შინ 0:4 წააგო. „კრემონეზე” სერია A-ში წლეულს დაბრუნდა, ამბიციური რომაელები კი რამდენიმე დღის წინ ევროლიგაში დანიურ „მიდტილანდთან” სტუმრად 1:5 შერცხვნენ, რის გამოც შელახული თავმოყვარეობის დაკმაყოფილება სჭირდებოდათ. თავიდან შეიქმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს კრემონელები სტუმრებს ტოლს არ დაუდებდნენ, მაგრამ ამ ილუზიას 6-წუთიანი სიცოცხლე ეწერა, მე-7 წუთზე კი ჩირო იმობილემ ანგარიში...
სარი — შუა თითის ჩვენების სპეციალისტი
მაურიციო სარიმ „ვერონას” მწვრთნელებსა და სათადარიგოთა სკამს შუა თითი აჩვენა. ეს მოხდა კვირას, როდესაც „ლაციომ” ვერონელებს 2:0 მოუგო. რომაელებმა ანგარიში 68-ე წუთზე გახსნეს. გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, ხუთი წუთის შემდეგ კი სარიმ კოლეგებს არაკორექტული ჟესტი აჩვენა. DAZN ვარაუდობს, რომ „ბიანკოჩელესტის” თავკაცს „ვერონას” გუნდის მენეჯერთან ალესანდრო მაცოლასთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა თავად სარიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ...









