იტალიის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა პირველის, „ნაპოლისა” და „ფიორენტინას” შეხვედრის მსგავსად 3:0 დასრულდა — „ინტერმა” „ლაციო” ყველა პარამეტრით დაჯაბნა. გოლები გაიტანეს მარკუს ტურამმა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ და დავიდე ფრატეზიმ. როგორც calciomercato-ს მიმომხილველი პასკულე გუარო წერს, საფინალო სასტვენის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ძალიან გაჭირდა, რადგან სიმონე ინძაგის ქვეშევრდომთაგან ყველამ საუცხოოდ ითამაშა. „ინტერის” შესრულებით უმაღლესი კლასის სანახაობას...
ჭდე: ლაციო
ქედმაღლობა და სასურველის რეალობად მიღება
სპალეტის ეფექტი დასრულდა, იწყება გარსიას ეფექტი. მწვრთნელისა, რომელიც გამჭრიხმა დე ლაურენტისმა სადღაც საუდის არაბეთში ნაადრევ პენსიაზე გასული იპოვა და მოაბრუნა. დე ლაურენტისი კი ის კაცია, რომელსაც, რაკიღა ლუჩანოსა და ჯიუნტოლის წყალობით სკუდეტო მოიგო ფეხბურთი თავისი მოგონებული ჰქონია. „ნაპოლიმ” კვლავ წააგო „ლაციოსთან”, მაგრამ თუ ექვსი თვის წინ ქულების დიდ უპირატესობით სკუდეტოსკენ მიიწევდა, ახლა ეს ძალიან ადრე,...
მაურიციო სარი და შუა თითი
დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს პირველობა სულ ორი ტურის დაწყებულია, შეხვედრა პრინციპული ხასიათისაა, რადგან ნეაპოლელებმა პირველი ორი თამაში მოიგეს, ხოლო რომაელები ორივეში დამარცხდნენ. მატჩს წინ მცირე სკანდალიც უძღვის — „ლაციოს” მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მავან ნეაპოლელ გულშემატკივარს შუა თითი აჩვენა, რაც ვიღაცამ გადაიღო და ვიდეო სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ...
პროგრამისტის შეცდომა და ლაციოს მორიგი ხელის მოცარვა ლეჩეში
სერია A-ს პირველ ტურში ყურადღება მიიპყრო „ლაციოს” მარცხმა ლეჩეში — 1:2. რომაელებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს, გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, 85-ე და 87-ე წუთებზე, „ლეჩემ” ორი გოლი შეაგდო და გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ „ლაციოს” „ლეჩესთან” გასულ სეზონშიც ცუდი შედეგი ჰქონდა: ერთი შეხვედრა წააგო, მეორე კი ფრედ დაასრულა. გამოდის, რომ „ბიანკოჩელესტიმ” „ჯალოროსისთან” ბოლო სამ...
ლაციომ ნაპოლის ოფიციალური წინადადებით მიმართა
„ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გადაწყვიტა, რომ დროა „ნაპოლის” პიოტრ ჟელინსკის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს. მას მერე, რაც პოლონელმა და იტალიის ჩემპიონმა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ გამონახეს, გაირკვა, რომ ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის ინტერესის საგანი ყოფილა. ჟელინსკის შეძენა განსაკუთრებით „ლაციოს” მწვრთნელ მაურიციო სარის სურს. ის ნახევარმცველს საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ ჰილალში” წასული სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელად მოიაზრებს....
დი მარციო, მიქაუტაძე და ლაციო…
სატრანსფერო საკითხებში კარგად ჩახედული ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში წერს, რომ სერია A-ს კლუბი „ლაციო” საქართველოს ნაკრებისა და „მეცის” თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს და ფრანგებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშრებით პირველი შეთავაზებითაც მიმართა. იტალიელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ და ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა. გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37...
ვის უნდა ჟელინსკი?
სატრანსფერო ბაზრის იტალიელმა სპეციალისტმა ალფრედო პედულამ Sportitalia-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „ლაციოს” მწვრთნელ მაურიციო სარის „ნაპოლისგან” პოლონელი შემტევი ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის ყიდვა უნდა. შეგახსენებთ, რომ ჟელინსკის „ნაპოლისთან” 2024 წლის ივლისამდე აქვს კონტრაქტი ანუ იტალიის ჩემპიონმა ის ახლა ან მაქსიმუმ საშობაო ბაზრობაზე თუ არ გაყიდა, ერთ წელიწადში მას შეეძლება თავისუფალი აგენტის რანგში გადავიდეს სადაც უნდა და...
მილანი თუ ნაპოლი? — ვისი სპორტული დირექტორი გახდება იგლი ტარე
ალბანელი იგლი ტარე „ლაციოს” სპორტული დირექტორი აღარ არის. როგორც ამბობენ, მას სამუშაოდ „ნაპოლი” და „მილანი” იწვევენ. ამის შესახებ თავის გვერდზე sportitalia-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა. ტარემ „ლაციოში” 18 სეზონი გაატარა და სწორედ ახლა გათავისუფლდა დირექტორის ადგილი იტალიის მოქმედ და გასული სეზონის ჩემპიონ კლუბებში. „ნაპოლიდან” კრისტიანო ჯიუნტოლი მიდის, ხოლო „მილანმა” პაოლო მალდინი...
რაფა ლეაო 11 წუთში გავიდა
„სან სიროზე”, „მილანისა” და „ლაციოს” შეხვედრის მე-11 წუთზე სამოცდაათი ათას ადამიანზე მეტი გაირინდა, როდესაც მილანელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ საზარდულზე ხელი მოიკიდა და სახეზე ტკივილი აესახა. ეს მოხდა, მას მერე, რაც მარცხენა გარემარბმა საფირმო გარღვევა შეასრულა. სტეფანო პიოლიმ და მისმა თანაშემწეებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს პორტუგალიელი — ოთხშაბათს, იმავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, „დერბი დელა მადონინა” ანუ...
რა ხდება იტალიაში თანაბარი ქულების შემთხვევაში
ყველა ამბობს, რომ „ნაპოლის” სკუდეტო ანუ იტალიის ჩემპიონი ტიტული გარანტირებული აქვს. ის მდევარ „ლაციოს” 18 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. დავაზუსტოთ: რატომ არ არის „აძური” უკვე ჩემპიონი? იმიტომ, რომ თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, გუნდებმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვონ, ასეთ შემთხვევაში კი გადათამაშება დაინიშნება. ადრე, იტალიაში, იმ შემთხვევაში თუ პირველი და მეორე გუნდი ქულათა...









