ჭდე: ლაშა ფხაკაძე

Home ლაშა ფხაკაძე
შოკი  შვანგირაძისგან
ჩანაწერი

შოკი შვანგირაძისგან

საფრანგეთში ევროპის უძლიერესი სარაგბო ლიგა ტოპ 14 დაიწყო და 2026/2027 წლების სეზონის სტარტი ქართველი ლეგიონერებისთვის დასამახსოვრებელი იქნება. იმავდროულად, პრო დ2-ში მეორე ტური გაიმართა, რომელიც პირველისგან განსხვავებით ლელოებით და კარში ზუსტი დარტყმებით ნამდვილად დახუნძლული გამოდგა. ტოპ 14 „ლიონმა“ წარუმატებელი გასული სეზონის შემდეგ ახალი კამპანია გამარჯვებით დაიწყო – გიორგი ახალაძისა და გიორგი ძმანაშვილის „კლერმონს“ 40:36 სძლია და...

… როცა მთელ ქალაქს ეიმედები
ჩანაწერი

… როცა მთელ ქალაქს ეიმედები

ვიდრე სარაგბო სამყარო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩებითაა გართული, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატი გრძელდება, ოღონდ მხოლოდ რანგით მეორე დივიზიონში. პლუს ამას, „ტულონმა“ და „ლა როშელმა“ მესამე ტურში უამინდობის გამო ჩაშლილი შეხვედრა გამართეს. ბორჯღალოსან გიორგი ჯავახიას კი ტულონში ფანებმა თბილი დახვედრა მოუწყეს. ტოპ 14 პრინციპში, ნაკრებებში წამყვანი მორაგბეები მივლენილი ტულონელებსაც ბლომად ჰყავდათ და ლაროშელელებსაც, ამიტომაც იყო, რომ ორივე მხარე...

ქართველთა 7-ლელოიანი სტარტი
ჩანაწერი

ქართველთა 7-ლელოიანი სტარტი

ეს იყო წარმოუდგენელი ტური. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონ პრო დ2-ში პირველი ტურის 8 მატჩიდან 5-ში ქართველებმა ლელოს გატანა მოახერხეს. ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და 7-მა მათგანმა სეზონის სტარტი ლელოთი აღნიშნა, ეს კი უპრეცედენტო შემთხვევაა. გასული სეზონის მიწურულს პრო დ2-ში ადგილის მხოლოდ პლეი-ოფის მოგების წყალობით შენარჩუნების შემდეგ „ორიაკმა“ ახალი სეზონი ბრწყინვალე გამარჯვებით...