„ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნებულმა გარეთ ბეილმა მცველები გააფრთხილა, რომ ის ფეხბურთი, რაც მან ჯერჯერობით ითამაშა, მისი მწვერვალი სულაც არ არის. საუკეთესო კიდევ წინაა. ბეილმა „სფურზისა” და ავსტრიული „ლასკის” შეხვედრაში 62 წუთი დაჰყო მოედანზე და თუ ჩვენს მიერ დართულ ვიდეოს ნახავთ, სამი უპასუხო გოლიდან ერთის გატანაში მონაწილეობაც მიიღო — მან ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, პანამელმა ანდრეს ანდრადემ...
