„კრიშტიანუ რონალდუს გაჩერება შეუძლებელია”, — წერს „გაძეტა დელო სპორტი”. „იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა „სამპდორიას” ორი გოლი გაუტანა (2:1) და ბომბარდირთა დავაში საახალწლოდ პირველ ადგილზე გადავიდა. ახლა მას 14 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 პენალტით. მეორე ადგილზე სწორედ „სამპდორიას” პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი მოდის. მას ერთი გოლით ნაკრები აქვს გატანილი, რომელთაგან ორი პენალტია. გაზეთი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოს...