ბედის ირონიაც ამას ჰქვია… „შაპეკოენსე“ ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან ანუ სერია A-დან გავარდა. გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ამ უსიამოვნო და გულდასაწყვეტ ამბავს კი 28 ნოემბერს ოფიციალურად დაესვა ბეჭედი, მას შემდეგ, რაც „შაპეკოენსემ“, „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო. სატურნირო ცხრილი და არითმეტიკა კი გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „შაპეკოენსეს“ აღარაფერი ეშველება და სერია B-ში დაქვეითება გარდაუვალია....
