დიახ, „ვულკანებად“ წოდებულმა კლერმონელმა მორაგბეებმა 5 ლელო დადეს „მიხეილ მესხზე“. 3:36 – ასეთი ანგარიშით წააგო „შავმა ლომმა“ ფრანგულ „კლერმონთან“ ჩელენჯ კაპის 2023/2024 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი. „ვულკანები“ თბილისში უძლიერესი შემადგენლობით იყვნენ ჩამოსულები და ეს, ერთი მხრივ, ადასტურებდა კლუბის მოტივაციას, მეორე კი ისაა, რომ „შავ ლომს“ პატივისცემით მოეპყრნენ – უელსში „სკარლეტსის“ ძლევა პატივისცემას თავისთავად [...]
ჭდე: კლერმონი
შავი ლომი vs დიდი კლუბი
შაბათს, 17 საათზე, „მიხეილ მესხზე“ სარაგბო ევროტურნირის, კერძოდ კი, ჩელენჯ კაპის მატჩი დაიწყება – ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართული „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლებს. ის, რომ ასეთი ბობოლა კლუბი საქართველოს პირველად ეწვევა – თავისთავად დიდი ამბავია. „კლერმონი“ არათუ საფრანგეთის მასშტაბით, არამედ ევროპული საზომითაც დიადი კლუბია. მართალია, დღესდღეობით „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ (ეს ყვითელკვართიანი „კლერმონის“ თიკუნია) ვერაა [...]
პირველად: უჩას ლელო და ბექას კაპიტნობა
გასულ უქმეებზე წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში 15-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა, მათ შორის საფრანგეთის ტოპ 14-ში – 12-მა, პრო დ2-ში – ორმა და კიდევ ერთმა – ინგლისის პრემიერშიფში. პრემიერშიფი უქმეების მიმოხილვასაც სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყებთ. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ პირველად ითამაშა ჩემპიონატის მატჩში 80-ვე წუთი, თან ბორჯღალოსანმა შუამარბმა სრული მატჩი თავისთვის უჩვეულო, 12 ნომრის პოზიციაზე ჩაატარა და [...]
ზირაქა კლერმონში ბრუნდება
საქართველოს ნაკრებისა და „კლერმონის“ ბურჯი დავით ზირაქაშვილი თავის ყოფილ კლუბს კარიერის დასრულებიდან ერთი წლის თავზე უბრუნდება. 2020 წლის ზაფხულში „ზირაქამ“ კარიერა პანდემიის პირობებში, საზეიმო გაცილების გარეშე დაასრულა, მაგრამ რაგბში კი დარჩა – „ლა როშელში“ შერკინების კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. ეს თანამდებობა სრულფასოვან მწვრთნელობას არ ნიშნავდა – ჩემპიონთა თასის ფინალისტ კლუბში ქართველი აწ უკვე სპეციალისტი ფორვარდების საშტატო [...]
ბექა, ლელო, კლერმონი…
საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული ტური ტულონის „სტად მაიოლზე“ დასრულდა, სადაც ადგილობრივმა სარაგბო კლუბმა „კლერმონს“ უმასპინძლა. „ტულონის“ მწვრთნელებმა თავისი ქართველი ვეტერანი მამუკა გორგოძე დაასვენეს, ხოლო კლერმონელთა დამრიგებლებმა არ ათამაშეს თავისი ლეგენდა – ასევე ვეტერანი დავით ზირაქაშვილი. თუმცა მატჩს ქართველთა გარეშე მაინც არ ჩაუვლია და ერთ-ერთმა ლელოს გატანაც მოახერხა. ტულონელმა ბექა გიგაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და [...]




