„ბაიერნი” აშშ-შია, ახალი სეზონისთვის ემზადება, მისი თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე კი გუნდს ახლავს და თან ჟურნალისტებს ხვდება, საზოგადოების ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მას-მედიის ინტერესის საგანს წარმოადგენს ჯერომ ბოატენგის „პარი სენ ჟერმენში” გაყიდვაა. როგორც ჩანს, თუკი კლუბები თანხაზე შეთანხმდებიან, სხვა წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. „დავიცადოთ და ვნახოთ გამოვნახავთ თუ არა საერთო ენას. შევძლებთ თუ არა...
ჭდე: კარლ-ჰაინც რუმენიგე
სამოც კაციან ქეიფში კონტრაქტზე ვინ ლაპარაკობს
„ბაიერნმა” ბუნდესლიგის ნაადრევი ჩემპიონის რანგში პირველი თამაში „გლადბახთან” ჩაატარა და 5:1 მოიგო. მატჩის შემდეგ, ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რაც გასაკვირი იშვიათობაა. საუბრის თემა ფრანკფურტის „აინტრახტის” სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის მიერ წინა დღით წარმოთქმული ბრალდება გახლდათ. ბობიჩმა „ბაიერნის” შეფებს მისგან მწვრთნელის ნიკო კოვაჩის „მიტაცებაში” დასდო ბრალი. „ძალიან გავბრაზდი,...
„ბაიერნი” მწვრთნელს დაასახელებს
„ბაიერნმა” ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი „დორტმუნდი” 6:0 გაანადგურა, თუმცა ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს არა ბუნდესლიგის ერთგუნდიანობა, არამედ ბავარიული კლუბის აღმასრულებელი ბოსის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მატჩის წინანდელი ნათქვამი წარმოადგენს: „მომდევნო მწვრთნელის ვინაობას მაქსიმუმ აპრილის ბოლოს გამოვაცხადებთ. — თქვა გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, — ჩვენ გერმანულენოვანი თავკაცი გვჭირდება. აქამდე იმედი გვქონდა, რომ იუპ ჰაინკესთან გავაგრძელებდით თანამშრომლობას, მაგრამ ახლა ეს...
პერესმა უთხრა რუმენიგეს
გერმანული „მიუნხნერ მერკურის” ცნობით, შაბათს „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბაიერნელ კოლეგას კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაუკავშირდა. რუმენიგემ პერესი დაარწმუნა, რომ „რეკორდმაისტერის” წარმომადგენლები პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის ახალ აგენტ პინი ზაჰავის არ შეხვედრიან და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც პერესის მარჯვენა ხელმა ხოსე ანხელ სანჩესმა იცის. 29 წლის ლევანდოვსკის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ოფიციალური...



