„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მესამე წრე დასრულდა. ლიდერმა „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „დილასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, სტუმრად „თელავს“ მოუგო (2:1) და ახლა უკვე 5 ქულით უსწრებს გორელებს, რომლებიც 2:0 უგებდნენ „კოლხეთს,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შინარჩუნეს და ფრეს (2:2) დასჯერდნენ. ეს ქუთაისელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გახლდათ. „იბერიამ“ წყალტუბოურ თრილერში 4:3 დაამარცხა „სამგურალი,“ „დილას“ ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა კვლავ...
