კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე ჰეთ-თრიკით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში ოფიციალური 805-ე, 806-ე და 807-ე გოლები შეაგდო, რითაც ფიფას ბომბარდირთა სიაში იოჟეფ ბიცანი (805) ჩამოიტოვა. ეს მოხდა შაბათს, მატჩში, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 3:2 მოუგო. ფიფას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ახალი ხუთეული ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ (2001-დღემდე) — 807; იოჟეფ ბიცანი (1931-55) — 805; რომარიო...
