საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, „ბილბაომ“ ჩამორჩენა მოატრიალა და მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:1 მოუგო. ამრიგად, 16 იანვარს, ფინალში, ერთმანეთს „რეალი“ და „ბილბაო“ შეხვდებიან. თამაშის მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში დატრიალდა. ბასკების გამარჯვების გოლი ნიკო უილიამსმა 81-ე წუთზე გაიტანა. მანამდე, ოთხი წუთით ადრე, იერაი ალვარესმა ანგარიში გაქვითა. არადა, როგორც მოგახსენეთ, თავიდან „ატლეტიკო“ დაწინაურდა. გოლი...
