პოლონეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ქართულმა დელეგაციამ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაიწყო. 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იაკონ ქაჯაია ფინალში 8-გზის ევროპის ჩემპიონ თურქ რიზა კაიას დაეჭიდა და ვერას გახდა – 1:3. მანამდე ქაჯაიამ ჩეხ შტეფან დავიდს 9:0 მოუგო, შემდეგ რუსეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ გედახაურს 3:1 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ლიეტუველ რომას ფრიდრიკასთან ისევ 9:0...
