როცა სამტრედიაში თამაში დამთავრდა და გასავარდნად განწირულმა „სამტრედიამ“ ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა, რაღაც დეჟავიუს მაგვარი განცდა დამეუფლა. აბა, შარშანდელი სეზონის ფინიში გავიხსენოთ: ბათუმელები კარგა ხანს ლიდერობდნენ, მაგრამ დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე, 26 მაისს, „ლოკომოტივთან“ წააგეს (1:2), „დინამომ“ ამავე ანგარიშით „ტორპედო“ დაამარცხა, ზღვისპირელებს ორი ქულით გაუსწრო. მერე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ჩემპიონიც გახდა… სამტრედიაში მომხდარ ამბავს...
