საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადების მორიგი ეტაპი დაასრულა. მილტონ ჰეიგის გაფართოებული, 37-კაციანი რაზმი მომდევნო შეკრებას უკვე თბილისში, სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ გაივლის და სწორედ იქ მოემზადება თიბისი რაგბის სერიების მატჩებისთვის, რომელთაგან პირველი, როგორც ადრე გაცნობეთ, უკვე 27-ში, „მიხეილ მესხზე“ სამრეთაფრიკულ „საუზერნ კინგსთან“ ელის. შემდეგ კი შოტლანდიასთან ორი უმნიშვნელოვანესი ჯახი: 31-ში „დინამო არენაზე“ და...
