ჭდე: ზურა ჟვანია

Home ზურა ჟვანია
თედოს გარდასახვის ამარა
ჩანაწერი

თედოს გარდასახვის ამარა

პრო დ2-ის მეორე ტურის შემდეგ ლიგას ერთობ მოულოდნელი ლიდერი ჰყავს: „რუანმა“ „კოლომიეს“ 22:10 მოუგო და 8 ქულით ცხრილის მწვერვალზე დადგა. ამდენივე ქულა, ოღონდ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით, „გრენობლსაც“ აქვს, რომელმაც „აჟენს“ სტუმრად 16:11 მოუგო და ამ გამარჯვებაში 52-წუთიანი დომინანტური თამაშით წვლილი ზურა ჟვანიამაც შეიტანა. მესამე-მეოთხე ადგილებზე 6-6 ქულით „ოიონაქსი“ და „მონ-დე-მარსანი“ დაფუძნდნენ. პირველმა დიდი ანგარიშით – [...]

ზურას და ზაურის აურზაური
ჩანაწერი

ზურას და ზაურის აურზაური

პრო დ2-ის რეგულარულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო და მისი სტარტი საკმაოდ ხვავრიელი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. საფრანგეთის სარაგბო პირველობის მეორე ეშელონის მე-16 ტურში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ორმა მათგანმა სეზონში პირველი ლელოც მიითვალა. ერთ-ერთი მათგანისთვის კი ეს იყო სულაც სადებიუტო ლელო პროფესიული კარიერის განმავლობაში. 22 წლის ზაურ თევდორაშვილი პრო დ2-ში მესამე სეზონს ატარებს და თავი [...]

ქართველების პრო-შანსი
ჩანაწერი

ქართველების პრო-შანსი

საშემოდგომო ტესტ-მატჩების პირობებში პრო დ2-ის კლუბებს შემადგენლობებში შექმნილი ნაპრალების შევსება უწევთ და ამ ვითარებამ ორ ახალგაზრდა ქართველს სეზონური დებიუტის აღნიშვნის შესაძლებლობა მისცა. კოტე  მიქაუტაძის ნაკრებში გამგზავრების გამო „ბაიონს“ შემადგენლობაში ესპუარის, 21 წლის ლადო ჩაჩანიძის დაწინაურება მოუხდა. 2-მეტრიანი მეორეხაზელი „მონ-დე-მარსანთან“ საშინაო მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ამ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო – გათამაშების ლიდერთა [...]

7 ქართული ლელო ევროთასებზე
ჩანაწერი

7 ქართული ლელო ევროთასებზე

არნახულად ბარაქიანი უქმეები გამოუვიდათ ქართველ მორაგბე ლეგიონერებს. 7 ლელო! ასეთი შედეგი ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის რომელიმე ცალკეულ ტურში ან საშეჯიბრო დღეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ძირითადად ფრანგულ კლუბებში თავმოყრილ ქართველებს შორის არა მხოლოდ პირველხაზელი მორკინალები არიან, არამედ შუამარბებისა და გარემარბების გამოკლებით ყველა პოზიციის მოთამაშეა, რომლებიც თანდათან ეჩვევიან უმაღლეს დონეზე თამაშს და [...]