თუ ვინმეა ამქვეყნად დაცვაში ძლიერი, „იუვენტუსია”. ზოგადად, იტალიურ გუნდებს შეუვალი დაცვა ახასიათებთ, მაგრამ ნათქვამია, ერთი ალილო მღვდელსაც შეცდებაო — პორტუში, „ბებერმა ქალბატონმა”, თამაშის დაწყებიდან 63 წამში მასპინძლებს გოლი „აჩუქა”. ეპიზოდი, როდესაც როდრიგო ბენტაკურმა მეკარე ვოიცეხ შჩესნისგან ბურთი მიიღო და უკანმიუხედავად დაბრუნება სცადა, ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. შჩესნის წინ კი „პორტუს” ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი აღმოჩნდა....
ჭდე: ვოიცეხ შჩესნი
სარი: რაკი ჩემი ხელმძღვანელობით მოიგეთ, ესე იგი მართლა მაგრები ყოფილხართ
მაურიციო სარიმ „იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონი გახადა. მისთვის ეს იყო ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონატში პირველი წარმატება, პირველი ტიტული. კიდევ, სარი გახდა ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი, ვისაც სკუდეტო მოუპოვებია — ის 61 წლისა და 6 თვისაა. მანამდე კი მას დიდი ჯილდო „ჩელსისთან” ერთად ჰქონდა მოგებული — 2019 წლის გაზაფხულზე დასავლეთლონდონელების თავკაცის რანგში ევროლიგაში გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, მაურიციო სარი...
შჩესნიმ ტოტენჰემი გააშაყირა
როდესაც „იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნი მატჩის შემდეგ „უემბლიზე” გასახდელებში შედიოდა, ტრიბუნაზე „ტოტენჰემის” ნირწამხდარ ფანებს ახედა და ჟესტით ანიშნა, თავი მაღლა ასწიეთ, გული არ გაიტეხოთო. შჩესნის ასეთი ირონია გასაკვირი არ არის, ის კარგა ხანს „არსენალში” თამაშობდა, „არსენალი” და „ტოტენჰემი” კი ჩრდილო ლონდონში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები არიან. ლაპარაკია „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეორვედფინალურ შეხვედრაზე,...


