იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გამოაცხადა, რომ სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებმა ამ კვირაში ვარჯიშები განაახლეს. მანამდე ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ხელმძღვანელობდნენ. სერია A-ში ბოლო თამაში იყო „სასუოლო” – „ბრეშა”, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ეს გახლდათ 9 მარტს. მოგეხსენებათ, იტალია გახლავთ ქვეყანა, რომელიც კორონავირუსმა ძალიან დააზარალა და შესაბამისად იყო პირველი,...
