საქართველოს ნაკრებმა თურქეთში 1:4 წააგო. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ჯვაროსანთა’’ მეოთხე შეხვედრა, რომლის დამთავრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ E ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს ესპანეთი და თურქეთი დაიკავებენ, საქართველოს კი მუნდიალზე მოხვედრა ოცნებად დარჩება. თურქული სპორტული გაზეთი „ფანატიკი’’ მატჩის შემდგომ ინტერვიუებს აქვეყნებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი: „თურქეთი ძლიერი გუნდია. ჩვენ კი მთელი...
