„ჩელსიმ” პრემიერლიგის ოცდახუთკაციან განაცხადში 38 წლის პეტრ ჩეხი დაამატა. ჩეხი კლუბის ტექნიკური დირექტორი და „ლურჯების” ყოფილი ლეგენდაა. ის დასავლეთლონდონელთა კარს 2004-2015 წლებში იცავდა. მან 494 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. და რაც ყველაზე უცნაურია, ერთი შეხედვით „ჩელსის” მეკარეები არ აკლია. ამიტომაც გაოცდნენ გულშემატკივრები. მათთვის გასაკვირია, რა აზრი აქვს უკონტრაქტო ფეხბურთელის დამატებას, რომელსაც ორი წელიწადია აღარ უთამაშია. პეტრ...
ჭდე: ვილი კაბალიერო
უძვირესის გაიაფება
ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა შიშობს, რომ „ჩელსის” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა უკვე ჩაატარა. ფორმა და ნდობადაკარგულ გოლკიპერზე ამბობენ, შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში სკამზე დატოვებენ და მის ნაცვლად 38 წლის ვილი კაბალიეროს ათამაშებენო. არისაბალაგა დასავლეთლონდონელებმა „ბილბაოსგან” 2018 წელს დიდი ზარ-ზეიმით იყიდეს და მასში მეკარისთვის სარეკორდო თანხა, 71,6 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ დღეს ის ფიქრობს, რომ...
გააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!
გაუგონარი რამ მოხდა „კარაბაოს თასის” ფინალში „ჩელსისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიის წინ — დასავლეთ ლონდონელთა ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ მწვრთნელის… უფრო სწორედ მწვრთნელების დიდი თხოვნისა და ჩხუბის მიუხედავად მოედანი არ დატოვა და კოლეგას, ვილი კაბალიეროს ძელებს შორის ადგილი არ დაუთმო. საბოლოოდ პენალტებში „მანჩესტერ სიტიმ” გაიმარჯვა და თასს დაეუფლა. კაბალიერო არგენტინელი გოლკიპერია, რომელმაც...


