„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოზეპ ბარტომეუს მრჩეველმა კარლეს რექსაჩმა მოჭრილად თქვა: „ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში ნეიმარის დაბრუნება გამორიცხულია. ვფიქრობ, მიხვდა, რამდენს ნიშნავდა მისთვის „ბარსელონა“. ინფორმაცია ნეიმარის თითოეული გოლის შესახებ რამდენჯერმე შემოუფრენდა ხოლმე დედამიწას, პარიზში გატანილი გოლები კი ნაკლებად ჩანს“. რექსაჩმა, წერტილი დაუსვა იმ დამალობანასაც, რომელსაც პრეზიდენტი ბარტომეუ ლეო მესის ორი წელია ეთამაშება. მესიმ შარშან გაზაფხულზე სთხოვა ბარტომეუს...
