ევროპული ქვეყნების სარაგბო ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ბოლოსკენ ამ ტურნირების რეგულარული პირველობები მიდიან, თორემ მერე პლეი-ოფისა და მთავარი ამბების დრო დადგება. ჰოდა, გასულ უქმეებზე საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში, ასევე ინგლისისა და იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპში ერთბაშად 29 ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა მათგანმა ლელო მიითვალა. ტოპ 14 „პომ“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ 23:18 დაამარცხა...
