გერმანიის თასზე სენსაცია მოხდა — „ბაიერნი” მეორე ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ კილმა” დაამარცხა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ეს გახლდათ მეთექვსმეტედფინალი. „რეკორდმაისტერი” ასეთ ადრეულ ეტაპზე 2000-01 წლების სეზონის შემდეგ არ გამოვარდნილა. მიუნხენის გუნდი მაშინაც პენალტების სერიაში დამარცხდა, „მაგდებურგთან”. მარცხმა ბავარიელები ისე გაამწარა, რომ თომას მიულერი, თამაშის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტ ქალს, 45 წლის ვალესკა ჰომბურგს შეეპასუხა. 31 წლის თავდამსხმელმა თავი...
